მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალმა შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა ახალ...

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალმა შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა ახალ ფინანსურ დირექტორს

Published on

დღეს  ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს  სამედიცინო პერსონალმა შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა ახალ ფინანსურ დირექტორს  ნოდარ ჩიქოვანს, რომელიც საავადმყოფოში კომპანია   „ბლოკ ჯორჯიას“ წარმომადგენლების თანხლებით მივიდა. სამედიცინო პერსონალს პაციენტთა ნაწილიც შეუერთდა. საჭირო გახდა დაცვის პოლიციის მობილიზებაც. ინცინდენტი დასრულდა იმით, რომ   მხარეებს შორის შეთანხმება არ შედგა და ნოდარ ჩიქოვანს ტერიტორიის დატოვება მოუხდა. 

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელობა ამტკიცებს, რომ  „ბლოკ ჯორჯია“ 2007 წელს  საეჭვო ვითარებაში გახდა  საავადმყოფოს მფლობელი და სანამ მფლობელობის საკითხზე დავა   სასამართლო წესით არ გადაწყდება , არ აღიარებს კომპანიის უფლებას ჩაერიოს მენეჯმენტის საკითხებში. თავის მხრივ  ,,ბლოკ ჯორჯია'' მიიჩნევს, რომ მოდავე მხარის მიერ სასამართლოში შეტანილი სარჩელი უსაფუძვლოა   და   როგორც საავადმყოფოს ხელმძღვანელობა აცხადებს, იგი ყველა საშუალებით, მათ შორის  ფინასური ბერკეტების გამოყენებითაც უპირისპირდება  საავადმყოფოს მედპერსონალის მცდელობას არ დაუშვას შენობის დასაკუთრება ამ კომპანიის მიერ. 

როგორც ექიმ-ინფექციონისტი თეიმურაზ მაჭავარიანი ამბობს, კომპანიას   არავითარი  ინვესტიცია არ ჩაუდვია საავადმყოფოს  რეკონსტრუქციისა და განვითარებისათვის, დღეს კი უსაფუძვლოდ ერევა მენეჯმენტში და     მედპერსონალს  დაუმორჩილებლობისთვის სახელფასო ანგარიშების დაბლოკვითაც სჯის – საავადმყოფოს თანამშრომლებს არ მიუღიათ  ერთი თვის შრომის ანაზღაურებაც. ,, თუკი კომპანია საკითხს აყენებს კუთხით – ან ხელფასები ან კომპანიის აღიარება კანონიერ მფლობელად, მზადა ვართ უარი ვთქვათ ხელფასების მიღებაზეც, სანამ დავა არ გადაწყდება სასამართლოში, არ დავთმობთ და არ შემოვუშვებთ''.  – აცხდებენ საპროტესტო აქციის მონაწილეები. 

თავის მხრივ  ნოდარ ჩიქოვანი აცხადებს, რომ იგი კომპანიის მიერ ყველა წესის დაცვით  არის დანიშნული და პერსონალის მცდელობა ხელი შეუშალონ მას ვითარების ადგილზე გარკვევაში, კანონის ფარგლებს ცილდება. იგი მიიჩნევს, რომ სიტუაციას ხელოვნურად ამწვავებს რამდენიმე თანამშრომელი, რომელსაც დისკომფორტს უქმნის საავადმყოფოში დაგეგმილი ცვლილებები და პერმანენტულად ცდილობს მსგავსი ქმედებებით შეაფერხოს  საავადმყოფოს ნორმალური ფუნქციონირება. მისი თქმით, ხელფასები  ვერ გაიცემა, სანამ  არ ექნება წვდომა სამუშაო ოთახში დაცულ ფინანსურ დოკუმენტაციაზე, რომელსაც სხვა მის გარდა ხელს ვერავინ მოაწერს, რადგან ეს უშუალოდ და ექსკლუზიურად მის კომპეტენციაში შედის.  

„ბლოკ ჯორჯიას"დირექტორის ვახტანგ ჯანაშვილის განმარტებით,  კომპანიამ  შენობა შეიძინა კანონის სრული დაცვით, მისი მფლობელობის უფლება  დოკუმენტურად არის დადასტურებული და დარეგისტრირებული საჯარო რეესტრში. მისი თქმით, 2007 წელს ეს საავადმყოფო შეიძინეს იმ პირობით, რომ გაკეთდებოდა ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს რეკონსტრუქცია, ეს დაწესებულება დაიხურებოდა და გადმოვიდოდა საავადმყოფოს გარემონტებულ შენობაში, თუმცა ეს , მოდავე მხარის მხრიდან პირობა დაირღვა .

 

სიახლეები

უკრაინელების დრონების გამო, სარატოვსა და სამარაში “დაცხა”

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის განცხადებით, გუშინ, ღამის განმავლობაში, უკრაინულმა დრონებმა წარმატებით შეუტიეს რუსეთის სიღრმეში,...

დობროპოლიეს მიმართულებაზე ოკუპანტები მასობრივად ნებდებიან

დობროპოლიეს მიმართულებაზე რუსი ჯარისკაცები მასობრივად აბარებენ იარაღს და ნებდებიან. დობროპოლიის მიმართულებით უკრაინელებმა ბოლო თვეების...

სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია დააკავეს

დაკავებულია სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია. აქტივისტს პროევროპული აქციების დროს გამოწერილი ჯარიმების გადაუხდელობას ედავებიან. იმ დროს...

რუსთავში ნარკოდანაშაულზე ერთი პირი დააკავეს, ამოღებულია დიდი რაოდენობით “ალფა პვპ”

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო...