მთავარისიახლეებისამართალისასამართლომ ბუტა რობაქიძის საქმეზე განაჩენი გამოიტანა

სასამართლომ ბუტა რობაქიძის საქმეზე განაჩენი გამოიტანა

Published on

 თბილისის საქალაქო სასამართლომ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები, ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი დამანაშავედ ცნო.
 
გურამ დონაძეს პატიმრობა 5 წლითა და 3 თვით მიესაჯა. აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლით და 3 თვის ვადით.
 
დავით იაშვილს სასჯელის სახედ 5 წლისა და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 2 წლისა და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.
 
ზურა მიქაძეს სასჯელის სახით 6 წელი და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების აკრძალვა მიესაჯათ.
 
ირაკლი ფირცხალავას სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 5 წლით და 3 თვით განესაზღვრა. 2 წლით და 3 თვის ვადით სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აეკრძალა.
 
ზაზა ბაქრაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. მას სასჯელის სახით განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 4 წლითა და 6 თვის ვადით, ასევე ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და 2 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლებ.
 
მოსამართლე დავით მგელიაშვილის განაჩენის გამოცხადების შემდეგ ყოფილი მაღალჩინოსნები გურამ დონაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს., ირაკლი ფირცხალავა კი , როგორც ცნობილია, სხვა საქმეზე უკვე მსჯავრდებულია
.

სიახლეები

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...

უკრაინულმა დრონებმა იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელს დაარტყეს

3 ნოემბრის ღამეს უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ქალაქ იაროსლავლში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, "სლავნეფტ-იანოსზე", მიიტანეს იერიში....

„ოლე-ოლას” სიმღერის გამო, სოფო ბათილაშვილი სასამართლოში დაიბარეს

“ოლე-ოლას” სიმღერის ვიდეოზე მომღერალ სოფო ბათილაშვილს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს და სასამართლოში იბარებენ. ამის შესახებ მომღერალი...