მთავარისიახლეებიპოლიტიკა,, თუ ჰგონია, რომ შეურაცხყოფას მაყენებს გინებით, შეურაცხყოფა მარტო თანასწორს შეუძლია მომაყენოს“...

,, თუ ჰგონია, რომ შეურაცხყოფას მაყენებს გინებით, შეურაცხყოფა მარტო თანასწორს შეუძლია მომაყენოს“ – გრიგოლ ვაშაძე კალაძის ,,მაღალ” პოლიტიკურ კულტურასთან დაკავშირებით

Published on

ეჭვი მაქვს, რომ მას არ ჰყოფნის განათლება, რათა გაიგოს რას ამბობს ადამიანი, – ასე პასუხობს გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე თბილისის მერის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
 
გრიგოლ ვაშაძის თქმით, არც მას და არც გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალ პარტიებს სახელმწიფოს გადატრიალებისკენ მოწოდება აქ ჰქონიათ. მისივე განცხადებით, მას შეურაცხყოფას გინებით ვერ მიაყენებენ, ვინაიდან მისთვის შეურაცხყოფის მიყენება მხოლოდ მის თანასწორს შეუძლია.
 
„ეჭვი მაქვს არ ჰყოფნის განათლება იმისთვის, რომ გაიგოს ადამიანი რას ამბობს. სად არის მოწოდება, სახელმწიფოს გადატრიალებაზე?! 5 თვეა ვიმეორებთ, რომ ყველაფერი იქნება კონსტიტუციურ ფარგლებში და თუ ჰგონია, რომ შეურაცხყოფას მაყენებს გინებით, შეურაცხყოფა მარტო თანასწორს შეუძლია მომაყენოს“, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.
 
იმ ხელისუფლების და იმ სახელმწიფოს დედა ვატირე, "გრიგოლა" ვაშაძე რომ გადატრიალებას დაუპირებს – თვითონ იტრიალონ საკუთარ ოჯახებში და საკუთარ საწოლებში რამდენიც უნდათ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, როდესაც გუშინ მომხდარ დაპირისპირებაზე და ოპოზიციის განცხადებებზე კომენტარი გააკეთა. კალაძის შეფასებით, ოპოზიციის განცხადებები სასაცილოა.
 
„გაკოტრებული პოლიტიკური პარტია საზოგადოებამ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ გაისროლა და გაუშვა პოლიტიკურ ნაგავსაყრელზე. მათი, ასე რომ ვთქვათ, დესტრუქციული ქმედებები საზოგადოებისთვის სიახლე არ არის. მთელი არჩევნების განმავლობაში, არჩევნებამდე და ახლაც ვისმენდით იმას, რომ სურვილია ქვეყანაში შემოიტანონ დესტაბილიზაცია, დაპირისპირება. საუბრობდნენ დამხობაზე. ჯერ იმ ხელისუფლების და იმ სახელმწიფოს დედა ვატირე, გრიგოლა ვაშაძე რომ გადატრიალებას დაუპირებს. თვითონ იტრიალონ საკუთარ ოჯახებში და საკუთარ საწოლებში, რამდენიც უნდათ. სახელმწიფოს და სახელმწიფო სტრუქტურებს შეეშვან და თავი გაანებონ, თორემ ყველას მოუწევს პასუხისგება იმ ქმედებებზე, ვინც კანონის წინააღმდეგ წავა“, – განაცხადა კალაძემ.
 

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...