მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით კირკიტაძეს 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

დავით კირკიტაძეს 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

Published on

მუხლით, რომლითაც კირკიტაძე დააკავეს, 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გაერთიანებული ოპოზიციის წევრი რამდენიმე წუთის წინ სამართალდამცველებმა აიყვანეს.  ის კახეთში ოპოზიციის ლიდერებთან ერთად დაშავებული აქტივისტის სანახავად ჩავიდნენ.
 
მას შემდეგ, რაც ოპოზიციის წევრებმა მოინახულეს დაშავებული, შენიშნეს ავტომობილი, სადაც როგორც მოგვიანებით გაირკვა პოლიციის წარმომადგენლები ისხდნენ.
 
ამის შემდეგ ადგილზე პოლიცია მივიდა, მათ ავტომობილიდან გადმოიყვანეს დავით კირკიტაძე და გააცნეს ბრალის დადგენილება.
 
როგორც ცნობილია, შს სამინისტრომ გამოძიება 353-ე პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით

სიახლეები

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა

კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს. მათი განცხადებით, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა...

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...