გურჯაანში, იმ ადგილზე, სადაც პოლიციას თელავისკენ მიმავალი გზა აქვს ბლოკირებული სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი მანქანა, რომელიც ამ კოლონის შემადგენელი ნაწილი იყო, საკუთარი ძალებით გზიდან გადააყენეს.რამდენჯერმე ადგილი ჰქონდა პოლიციასა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის ფიზიკურ შეხლა -შემოხლასაც. ოპოზიცია ბარიკადების გარღვევას ცდილობს, რის საშუალებასაც მათ პოლიცია არ აძლევს.აქციის მონაწილეების საკუთარი ძალებით ცდილობენ ასევე გზიდან გადაეწიათ ავტობუსი, რომლითაც სამართალდამცავებმა გზის ბლოკირება მოახდინეს. თუმცა მათ განეიტრალება პოლიციამ მოახერხა. "თელავამდე არის 40 კმ დარჩენილი. მერე იტყვიან მელია რატომ ჩხუბობსო?! და რა გავაკეთოთ, არ გადავწიოთ ძალისმიერი მეთოდებით ესენი? ჩვენს კონსტიტუციური უფლებას არღვევენ. მთელმა საქართველო იცის რა ძალადობას ჰქონდა ადგილი და ახლა მთელმა საქართველომ ვიცით და დავინახეთ საკუთარი თვალებით როგორ გააყალბეს მასიურად არჩევნები. იდენტიფიცირებულები არიან დამნაშავეები. ნაცვლად იმისა, რომ დამნაშავეებს აკავებდნენ, იმ ადამიანებს მშვიდობიან დემონსტრანტებს, რომლებიც ჩავჯექით მშვიდად მანქანაში, გავეშურეთ თელავისკენ, მოვითხოვეთ ადგილი, გვითხრეს არაო. გზად გვითხრეს წადით გურჯაანით და უცებ ვხედავთ ვიღაც ზონდერებს, რომლებიც დაგვხვდნენ და აგურები გვესროლეს. და ახლა გვეუბნებიან წადით ყვარელითო. სინამდვილეში არიან დამფრთხლები,"-განაცხადა ნიკა მელიამ.
სიახლეები
სიახლეები
“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა
საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...
სიახლეები
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...
სიახლეები
ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი – 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16...
სიახლეები
აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს
ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის...