მთავარისიახლეებისაზოგადოება"დიახ, ეს არის მკვლელობა და პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც დამნაშავეა" -...

“დიახ, ეს არის მკვლელობა და პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც დამნაშავეა” – მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილეს [Video]

Published on

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, რომლის ოჯახიც ხელისუფლებას საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში მასზე ზეწოლაში ადანაშაულებს, დღეს დაკრძალეს. ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში, სადაც დღეს სკოლის დირექტორი იყო დასვენებული, გამოსამშვიდობებლად უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. სკოლის დირექტორი უკანასკნელ გზაზე გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერემაც გააცილეს. ია კერზაიას ხსოვნას პატივი მიაგო საქართველოს ყოფილმა ლედიმ სანდრა-ელისაბედ რულოვსმაც. პოლიტიკოსებმა ია კერზაიას გარდაცვალება შეაფასეს როგორ მკვლელობა. ნიკანორ მელიას თქმით: „დამნაშავეა ყველა, ვინც ზეწოლას ახორციელებდა სკოლის დირექტორზე, დაწყებული გახარიათი, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ატერორებდა სკოლის დირექტორებსა და პედაგოგებს, რასაც ია კერზაიას სიცოცხლე შეეწირა. ეს არის გახმაურებული ერთი შემთხვევა და ასეთი უამრავი ფაქტი არსებობს. ხელისუფლებას არ ეყო იმის სინდისი, რომ ეთქვათ გამოძიების შესახებ რამე, ერ კიდევ არა აქვს პროკურატურას დაწყებული გამოძიება, ხელისუფლებიდან მხოლოდ 4 ადამიანმა გაბედა და თქვა ის, რომ აუციელებლია გამოძიება და ისიც ისეთებმა, ვინც ბაჩანა შენგელიას მეგობრები არიან…დიახაც, ეს არის მკვლელობა და ის აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული“- განაცხადა ნიკანორ მელიამ. მომხდარის შფასება გააკეთა ასევე გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, რომელმაც დღევანდელ დღეს უმძიმესი უწოდა.
ია კერზაია ინსულტის დიაგნოზით ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის რეანიმაციაში იყო მოთავსებული.ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია აცხადებდა, რომ მისი დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც არჩევნების პირველი ტურის შემდეგ განათლების სამინისტრომ მე-6 სკოლაში ინსპექტირების ჩატარება გადაწყვიტა. ბაჩანა შენგელიას თქმით, ინსპექტირების საფუძველი გახდა ის, რომ ია კერზაიამ „ქართულ ოცნებას“ მხარდამჭერთა სიების მიწოდებაზე უარი უთხრა. შენგელია ამბობდა, რომ სკოლაში ინსპექტირების სამსახური დირექტორის „დასასჯელად“ შევიდა.
 
 
 

სიახლეები

სამოქალაქო ატივისტი თათია მექვაბიშვილი პარლამენტთან დააკავეს

თათია მექვაბიშვილი პარლამენტთან დააკავეს - სამოქალაქო ატივისტი, რომელსაც სასამართლომ დღეს ტროტუარზე დგომის გამო 2...

ახალი ნარკოტიკები, ზედოზირება, სიკვდილიანობა – სპეციალისტების შემაშფოთებელი პროგნოზი

ქვეყანაში ნარკოვითარებასთან დაკავშირებული შეშფოთება იზრდება. ნარკოლოგები აცხადებენ, რომ საქართველოში იზრდება როგორც ნარკომომხმარებელთა რაოდენობა, ისე...

მოქალაქეებმა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად პეტიცია შექმნეს

მოქალაქეებმა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად პეტიცია შექმნეს: "ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვაცხადებთ, რომ სრულად ვაცნობიერებთ...

ლევან ხაბეიშვილის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

"ეს საქმე სრული აბსურდია, პოლიტიკოსის საჯარო განცხადების გამო დაკავება, დიქტატურისთვისაც კი ახალი და გასაოცარი...