მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე ზურაბიშვილი საჩხერეშია. იქ ,,რეპეტიციობს ''? ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით უცნობია, რატომ...

სალომე ზურაბიშვილი საჩხერეშია. იქ ,,რეპეტიციობს ”? ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით უცნობია, რატომ არ დაესწრო იგი ინაუგურაციის გენრეპეტიციას თელავში

Published on

თელავში ინაუგურაციის გენერალური რეპეტიცია მიმდინარეობს, მაგრამ   სალომე ზურაბიშვილი თელავში ინაუგურაციის გენერალურ რეპეტიციაზე   არ ჩასულა.ჯერჯერობით უცნობია თუ რატომ არ დაესწრო იგი რეპეტიციას.
 
ვრცელდება ინფორმაცია, რომ  მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად საჩხერეში იმყოფება.
 
რეპეტიციაში ​200-მდე სამხედრო მოსამსახურე და ცნობილი ანსამბლები ,,ერისიონი”, „ქართული ხმები” და „რუსთავი” მონაწილეობს.
 
დღის წესრიგის მიხედვით, ინაუგურაცია 15:00 საათზე იწყება და 49 წუთს გაგრძელდება.
 
წინანდალში საზეიმო მიღება გაუქმდა და მის ნაცვლად თელავის სახელმწიფო თეატრში გაიმართება.
 
ინაუგურაციის ორგანიზატორების თქმით, პრეზიდენტის ინაუგურაციას 150-მდე ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრება, მათ შორის ცნობილია, რომ ჩამოვა სომხეთის პრეზიდენტი, ასევე სხვადასხვა ქვეყნის ვიციე- პრემიერები და პარლამენტის თავმჯდომარეები.
 
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ინაუგურაციის დღეს, პირველად საქართველოს ისტორიაში, მოქმედი და ახლად არჩეული პრეზიდენტი ინაუგურაციაზე იქნებიან ერთად. მოქმედ პრეზიდენტს ჯარი ჩააბარებს პატაკს, ხოლო არჩეულ პრეზიდენტს ფიცის დადების შემდეგ მიესალმება ჯარი.
 
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში ხვალ 16 დეკემბერს გაიმართება

სიახლეები

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულდა-ტრამპი

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში,...

შევქმნით “რეფორმატორთა საბჭოს”, აღმასრულებელი მდივანი ჟორჟოლიანი იქნება – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოქვეყნებულ წერილში ამბობს, რომ გეგმავს, შექმნას "რეფორმატორთა საბჭო",...

დაკავებულია “ქურდულ სამყაროსთან” დაკავშირებული 29 პირი, 3-ს ბრალი წარედგინება – შსს

შსს-ს განცხადებით, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 29 პირი...

აშშ-მ ირანულ ნავთობზე სანქციები აღადგინა

შტატების პასუხი - ირანის მიერ ჰორმუზის სრუტესა და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ნავთობტანკერზე თავდასხმის შემდეგ...