მთავარისიახლეებიპოლიტიკაომარ ნიშნიანიძე მთელი ძველ გვარდიის მსგავსად ჩააჩოჩეს - ის არ...

ომარ ნიშნიანიძე მთელი ძველ გვარდიის მსგავსად ჩააჩოჩეს – ის არ იქნება ინაუგურაციაზე, როგორც საზღვაო პორტი არ იქნება ქუთაისში

Published on

საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი და მმართველი პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ომარ ნიშნიანიძე არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე არ მიიწვიეს. ნიშნიანიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ძველ გვარდიას ზურაბიშვილის გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვის, ის ინაუგურაციაზე დასასწრები მოსაწვევის გარეშე დატოვეს.
 
"მოსაწვევი გზაშია ალბათ, ჩემამდე არ მოსულა. არ ვიქნები მიწვეული. არ ვიცი ვინ ადგენს ამ სიას, სალომე ზურაბიშვილი ადგენდეს სიას. ძველი გვარდიის მიმართ არის ჩაჩოჩების ტენდენცია და ეს წლებია გრძელდება. ალბათ დადგება დრო პოლიტიკურ პროცესებში ჩვენი ჩართვის, არ ვგულისხმობ თანამდებობებს. არ მინდა ვიწუწუნო. ეს პარტია, მითუმეტეს ქუთაისში ჩემი დაფუძნებულია, თუმცა არ გავხსენებივარ არავის. დავსვი საკითხი, მმართველი გუნდიდან ვინ აპირებს ჩემს ჩაჩოჩებას და აუცილებლად გავარკვევ ამას,"- ამბობს ნიშნიანიძე.
 
ნიშნიანიძის ინფორმაციით. ე.წ ძველი გვერდიის არცერთი წევრი ინაუგურაციაზე არ მიუწვევიათ.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...