ქალაქი საახალწლოდ უკვე განათებულია. საშობაო ნაძვის ხე 19 დეკემბერს აინთო, თუმცა ქალაქ ზუგდიდის ააიპ „კეთილმოწყობის ცენტრში „ აცხადებენ რომ განათებების ხარისხი არ მოსწონთ.ცენტრის დირექტორი მამუკა ციმინტია ამბობს, რომ მიმდინარე წლის ნოემბერში საახალწლო ნათურების შეძენაზე გამარტივებული შესყიდვის მოთხოვნით ქალაქის მერს და შესყიდვების სააგენტოს მიმდინარე წლის ნოემბერში მიმართა.თუმცა 4 დეკემბერს უარი მიიღო იმ მოტივით, რომ 2015 წლის ბიუჯეტით საახალწლო ქალაქგაფორმებითი სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო ელექტროსანათი მოწყობილობების სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით თანხები არ იყო გათვალისწინებული, ვინაიდან ცენტრის ბალანსზე უკვე ირიცხებოდა საახალწლო ელექტროსანათი მოწყობილობები. თუმცა, მათი ტესტირების შედეგად აღმოჩნდა, რომ სანათი მოწყობილობების უმეტესი ნაწილი შემდგომი ექსპლუატაციისათვის და დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის უვარგისია“.- ნათქვამია შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოგზავნილ წერილში, რომელმაც ცენტრის მოთხოვნა ეჭვქვეშ დააყენა. ციმინტია ასევე ამბობს რომ გამარტივებულ შესყიდვაზე უარის მიღების შემდეგ, მიმდინარე წლის 7 დეკემბერს ცენტრმა ელექტრონათურების შესყიდვაზე გამარტივებული ტენდერი გამოაცხადა. ამჯერად,ნაცვლად 27 ათასისა შესყიდვის ღირებულება 25 ათასი ლარი იყო.სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში საამა პრედენდენტმა მიიღო მონაწილეობა და სამრაუნდიანი ვაჭრობის შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია 14 990 ათასი ლარით.კეთილმოწყობის ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა ციმინტია აცხადებს, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის განათებების ხარისხი გაცილებით ნაკლებია.ხოლო რაც შეეხება ილუმინაციებს, მისივე განმარტებით,რამდენიმე მათგანის გარდა ყველა გამოყენებულია.მიუხედავად იმისა, რომ პროცესებში ქალაქის არქიტექტურის სამსახური აქტიურად უნდა ჩართულიყო, ეკა თოდუა ამბობს რომ წელს ამ პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ და მომავალი წლისთვის ჩაერთვებიან.ამ საკითხთან დაკავშირებით „ოდიში“ ქალაქის მერსაც დაუკავშირდა, თუმცა მერმა სატელეფონო ზარს არ უპასუხა. რატომ ვერ მოესწრო ტენდერი გაუგებარია, რადგან ახალი წლის თარიღი რომ უცვლელია და დეკემბრის ბოლოს დგება, წესით მერიისთვის უცნობი არ უნდა იყოს. რაც შეეხება მოსახლეობის პოზიციას, ამ საკითხისადმი განსხვავებულია, გამოკითხულ რესპოდენტთა უმეტესობას კი უკეთესი საახალწლო განათების სურვილი აქვს.ეს დღევანდელი რეალობაა, ოდიშის არქივში გასული წლების საახალწლო ზუგდიდი კი ასე გამოიყურება.
მამუკა ციმინტია: “საახალწლო განათებების ხარისხი არ მომწონს“
სიახლეები
საზოგადოება
ოპოზიცია: სუსში გამოკითხვები კორუფციასთან რეალურ ბრძოლად არ აღიქმება
ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლების სუსში დაბარებას ოპონენტები შიდა დაპირისპირებასა და კორუფციის თემას უკავშირებენ, თუმცა აცხადებენ,...
საზოგადოება
რატომ არ ეწვია ვენსი საქართველოს – იან კელის განმარტება
"ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა იკითხა, რატომ არ ეწვია ვენსი თბილისს ბოლო მოგზაურობის დროს. ჩემი...
საზოგადოება
ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – ნინო ქადაგიძე
"ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი...
სიახლეები
ჭარბწონიანობა მავნე [წინა] ხელისუფლებამ და მათმა პოლიტიკამ მოიტანა – ყაველაშვილი
სპორტის განვითარება "ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტად სახელდება, თუმცა პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აქცენტი წინა ხელისუფლების...