მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტი მარგველაშვილი პრემიერმინისტრის კანდიდატურაზე, სამართლიანი სასამართლოს შექმნის აუცილებლობასა და სხვა ...

პრეზიდენტი მარგველაშვილი პრემიერმინისტრის კანდიდატურაზე, სამართლიანი სასამართლოს შექმნის აუცილებლობასა და სხვა აქტუალურ საკითხებზე

Published on

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა გიორგი კვირიკაშვილის წარდგენას პრემიერმინისტრის პოსტზე –   ამის შესახებ განცხადება სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ხელმოწერილი დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოს გადაეგზავნა. 

"შემოსულია საქართველოს პრეზიდენტის კანდიდატურა, რომელიც მე უკვე გადავაგზავნე პარლამენტში დასამტკიცებლად, რათა არ შეიქმნას შეფერხება. ამდენად, ამ ორი-სამი დღის განმავლობაში მე მხარი დავუჭირე როგორც პრემიერმინისტრის გადადგომას, ასევე ახალი პრემიერმინისტრის კანდიდატურის წარდგენას. ახლა უკვე ჯერი საქართველოს პარლამენტზეა," – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საგარეო საქმეთა უკვე ყოფილი მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერმინისტრობის კანდიდატად მმართველმა გუნდმა სწორედ დღეს დაასახელა.

ბრიფინგზე პრეზიდენტი გამოეხმაურა იუსტიციის საბჭოს მიერ ლევან მურუსიძის დანიშვნას მოსამართლედ. ასეთი გადაწყვეტილების მიმართ საზოგადოების მიუღებლობა ამ დღეებში განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა. – აღნიშნა მან – ეს მიუღებლობა ყალიბდებოდა წლების განმავლობაში გამომდინარე იმ საქმეებიდან, რომლებმაც არა მარტო გააერთიანა ქართული საზოგადოება, არამერდ გამაოგნებელი იყო სტრასბურგის სასამართლოსთვის''.

 პრეზიდენტმა  ახსნა  მის მიერ დანიშნული წევრის მიერ კენჭისყრაზე უარის თქმა  და სხდომის დემონსტრატიულად დატოვება. ,,სახელმწიფოს უზენაესი მიზანია სამართლიანი სასამართლოს ცამპყალიბება. ეს არის ჩვენი ვალდებულება და მე ბოლომდფე მივიყვან ბრძოლას სამაღტ;იანი სასამართლოს შესაქმნელად საქართველოში – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა 

 

 

 

სიახლეები

ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობისთვის ექვს რუს პირს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა დღეს რუსეთის ექვს მოქალაქეს, რომლებიც ქიმიური იარაღის, კერძოდ ეპიბატიდინის, შემუშავებასა და მოკლული რუსი...

3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე მთიან რეგიონებში წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია...

TI- ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492 390 ლარი დახარჯა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ბოლო ერთ წელიწადში 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492...

აბაშაში საქართველოს ბანკში კაცი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა-დაკავებულია ერთი პირი

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, ბრალდებული მიმდინარე წლის...