მთავარისიახლეებიპოლიტიკანინო ლომჯარია: საკითხავია როგორ წარიმართება ვანო მერაბიშვილის საქმის გამოძიება პროკურატურის...

ნინო ლომჯარია: საკითხავია როგორ წარიმართება ვანო მერაბიშვილის საქმის გამოძიება პროკურატურის მიერ, რადგან სწორედ ყოფილი პროკურორია ერთ-ერთი ის სავარაუდო პირი, ვინც შესაძლოა ციხიდან გაყვანის საქმესთან კავშირში ყოფილიყო

Published on

ევროსაბჭოს კომიტეტმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რაც შეიძლება დროულად გამოიძიოს მთავრობამ ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის  ციხიდან გაყვანის ფაქტი, გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები და დაიწყოს მათზე სისხლის სამართლებრივი დევნა  კომიტეტში არ გამორიცხავენ, რომ არსებობდეს კავშირი ქართული სასამართლოს  განაჩენებსა და იმ ზეწოლას შორის, რომელსაც ადგილი ჰქონდა მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის დროს.
 
ევროსაბჭოს კომიტეტის მიერ ვანო მერაბიშვილის განაჩენების ეჭვქვეშ დაყენებას ეხმაურება აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, როს იულსონი 
 
მან თავი შეიკავა ევროპის საბჭოს კომიტეტის განცხადების შეფასებისგან, თუმცა, აღნიშნა, რომ ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები სამართლის ფარგლებში წარიმართება.
 
„კონკრეტულად ევროპის საბჭოს კომიტეტის განცხადებაზე ვერ გავაკეთებ კომენტარს, თუმცა აშშ-სთვის კანონის უზენაესობა არის მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ნებისმიერი საკითხი რაც ამას შეეხება, არის მნიშვნელოვანი. იმედს ვიტოვებთ, რომ ნებისმიერი სამართლებრივი მოქმედებები, რაც უნდა აღსრულდეს, იქნება სამართლიანი,“ – აცხადებს როს იულსონი.  
 
.ჩვენ ვაფრთხილებდით სახელმწიფოს, რომ დადგებოდა ამ საქმეზე დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების მოთხოვნა – აცხადებს საქართვქლოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ყოფილი პრემიერისა და შს მინისტრის საკნიდან გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით,
 
ნინო ლომჯარიას განცხადებით, რაც მინისტრთა კომიტეტმა თქვა ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატი იმავეს ამბობდა ჯერ კიდევ გასული წლის ანგარიშში.
 
ომბუდსმენის თქმით, ახლა საკითხავია პროკურატურა რამდენად იქნება ის უწყება, რომელმაც ეს საკითხი უნდა გამოიძიოს, რადგან სწორედ ყოფილი პროკურორია ერთ-ერთი ის სავარაუდო პირი, ვინც შესაძლოა ციხიდან გაყვანის საქმესთან კავშირში ყოფილიყო.
 

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...