მთავარისიახლეებიპოლიტიკაანა წითლიძე ზუგდიდის მერს ბაღის აღმზრდელების მიმართ მუქარაში ადანაშაულებს

ანა წითლიძე ზუგდიდის მერს ბაღის აღმზრდელების მიმართ მუქარაში ადანაშაულებს [Video]

Published on

სამეგრელოს განვითარების ცენტრში ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანა წითლიძემ დღეს მედიისთვის საგანგებო ბრიფინგი გამართა. დეპუტატის ინფორმაციით, ქალაქ ზუგდიდში არსებული  18 ბაღის 52 აღმზრდელი მეცამეტე ხელფასის დარიცხვას და ამავე დროს ხელფასების მომატებას ითხოვს, რასაც ქალაქის მერი ირაკლი გოგოხია ბიუჯეტის დამტკიცებამდე მათ დაჰპირდა. ანა წითლიძის განცხადებით, შესაბამისი თხოვნით საბავშვო ბაღის აღმზრდელებმა ქალაქის მერს მიმართეს.  ოპოზიციური ფრაქციის დეპუტატის განცხადებით, ქალაქის მერმა უგულებელყო საკუთარი დაპირება და საბავშვო ბაღების აღმზრდელების მოთხოვნები ბიუჯეტში არ გაითვალისწინა. ამასთან ანა წითლიძის განცხადებით, აღმზრდელების მოთხოვნის პასუხად ქალაქის მერმა საბავშვო ბაღის გამგეები საკუთარ უწყებაში დაიბარა და ხელმომწერ თანამშრომლებს სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრა. ანა წითლიძე აცხადებს, რომ აღნიშნული თემით ქალაქის საკრებულოც უნდა დაინტერესდეს და  საკითხის მოგვარებაში უნდა ჩაერიოს. საბავშვო ბაღების გამგეების დაბარებას ქალაქის მერიაში ადასტურებენ აღმზრდელები. ზუგდიდის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის თანამშრომლის განცხადებით, ისინი წინასაახალწლოდ მეცამეტე ხელფასს და ამავე დროს, ხელფასების მომატებას ითხოვენ. ერთ-ერთი საბავშვო ბაღის თანამშრომლის განცხადებით, სწორედ ამ თხოვნით მიმართეს ქალაქის მერს, თუმცა ირაკლი გოგოხიამ საბავშვო ბაღის გამგეების მეშვეობით მათ მუქარა შემოუთვალა. სიუჟეტის  რესპოდენტის თხოვნით, ჩვენ არ ვასახელებთ მის სახელს და გვარს და არც საბავშვო ბაღს, სადაც ის მუშაობს. ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის დეპუტატის განცხადებით, საბავშვო ბაღების აღმზრდელების კოლექტიური ხელმოწერილი განცხადების შემდეგ ქალაქის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ზამირა ღადუამ განცხადების მომზადების ორგანოზატორები მერიაში დაიბარა და მათ ახსნა-განმარტებითი ბარათები დააწერინა. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ჩვენ ქალაქის მერიას დავუკავშირდით. უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მაია ღუბელაძემ დაადასტურა რომ არსებობს ბაღების თანამშრომელთა კოლექტიური წერილი და აღნიშნულზე პასუხს ისინი კანონით დადგენილ ვადებში მიიღებენ, ხოლო რაც შეეხება ბრალდებას მუქარის შესახებ, ღუბელაძის განცხადებით ეს სიცრუეა. ქალაქის მერიამ დღის ბოლოს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია.

„განგიმარტავთ, რომ საბიუჯეტო კოდექსის თანახმად ,,მეცამეტე ხელფასის“ ფინანსური ცნება არ არსებობს. აქვე გაცნობებთ, რომ მიმდინარე წელს ბაღების თანამშრომელთა ხელფასი 20 %-ით გაიზარდა. წლის განმავლობაში ორჯერ მიიღეს პრემია, გარდა ამისა, ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველად, მათ ე.წ. საშვებულებო თანხაც ჩაერიცხა, ხოლო მერის პირადი გადაწყვეტილებით, ხელფასზე დანამატის სახით დეკემბერში, ბაღების უკლებლივ ყველა თანამშრომელს 100 ლარი ჩაერიცხა. მომავალი 2016 წლის სექტემბრიდან ბიუჯეტში ხელფასები კვლავ 20 %-ით გაიზრდება“. – ნათქვამია ქალაქ ზუგდიდის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სიახლეები

უკრაინელების დრონების გამო, სარატოვსა და სამარაში “დაცხა”

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის განცხადებით, გუშინ, ღამის განმავლობაში, უკრაინულმა დრონებმა წარმატებით შეუტიეს რუსეთის სიღრმეში,...

დობროპოლიეს მიმართულებაზე ოკუპანტები მასობრივად ნებდებიან

დობროპოლიეს მიმართულებაზე რუსი ჯარისკაცები მასობრივად აბარებენ იარაღს და ნებდებიან. დობროპოლიის მიმართულებით უკრაინელებმა ბოლო თვეების...

სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია დააკავეს

დაკავებულია სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია. აქტივისტს პროევროპული აქციების დროს გამოწერილი ჯარიმების გადაუხდელობას ედავებიან. იმ დროს...

რუსთავში ნარკოდანაშაულზე ერთი პირი დააკავეს, ამოღებულია დიდი რაოდენობით “ალფა პვპ”

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო...