მთავარისიახლეებისაზოგადოებაქუთაისი-ხონის გზაზე მიკროავტობუსი, რომელსაც სამხედროები გადაჰყავდა ავტომობილს შეეჯახა და გადაბრუნდა

ქუთაისი-ხონის გზაზე მიკროავტობუსი, რომელსაც სამხედროები გადაჰყავდა ავტომობილს შეეჯახა და გადაბრუნდა

Published on

ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისი-ხონის გზაზე – მიკროავტობუსი, რომელსაც კონტრაქტორი სამხედროები გადაჰყავდა, მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა და გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები.
 
ქუთაისის საავადმყოფოებში სულ 15 პაციენტი შეიყვანეს, აქედან 6 მათგანი მალევე გაეწერა და ამბულატორიულად აგრძელებს მკურნალობას. 9 პაციენტიდან ორს ლავიწის ძვალი აქვს დაზიანებული, დანარჩენმა კი თავის ტრავმა მიიღო. ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
 
არსებული ინფორმაციით, "ფიატის" მარკის ავტომობილი სავალ გზაზე გადავიდა, რის გამოც მიკროავტობუსმა მკვეთრად დაამუხრუჭა, რაც ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გახდა.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს

სიახლეები

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა - დაფინანსება მიზნად ისახავს...

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...