მთავარისიახლეებიკულტურაზუგდიდის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პრიორიტეტების პრეზენტაცია ეროვნულ სააგენტოში

ზუგდიდის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პრიორიტეტების პრეზენტაცია ეროვნულ სააგენტოში

Published on

 საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში 2015 წლის შემაჯამებელი რეგიონალური სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა მიეძღვნა მუნიციპალური მმართველობების წვლილსა და როლს   კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში ,ეროვნული სააგენტოს თანამშრომლობას უცხოელ პარტნიორებთან და ასევე იმ რეგიონებთან, სადაც განთავსებულია იტორიული ძეგლები, აგრეთვე  ახალ კანონპროექტებს,  შავი არქეოლოგიის პრობლემატიკას, მსოფლიოს მემკვიდრეობის ძეგლების მართვისა და მათი მოვლა-პატრონობის უნიშვნელოვანეს საკითხებს.

შეხვედრაზე  სააგენტოს პრიორიტეტებზე ისაუბრა  გენერალურმა დირექტორმა ნიკა ანთიძემ, რეგიონალური ურთიერთობების სამსახურის უფროსმა დავით ტყეშელაშვილმა წარადგინა სამომავლო გეგმები ისეთ მნიშვნელოვან ისტორიულ-კულტურულ ძეგლებზე, როგორიცაა: ვარძიის სამონასტრო კომპლექსი, ღალიის ქართველთა მონასტერი კუნძულ კვიპროსზე, დადიანების სასახლის ბოტანიკური ბაღი, ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალი, ისტორიული დასახლება – მუცო, ზემო სვანეთის ისტორიული ძეგლები, ანჩისხატის ეკლესია და სხვა.  

შეხვედრა რაიონული მუნიციპალიტეტების და ა(ა)იპ-ის წარმომადგენლების პრეზენტაციებით გაგრძელდა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში გაწეულ სამუშაოებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა გამგეობის ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განყოფილების უფროსმა  ლაშა ჯიქიამ 

 

სიახლეები

დღეს ფერისცვალებაა

მართლმადიდებელი ეკლესია 19 აგვისტოს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა ყველა ტაძარში აღევლინება. რელიგიური სწავლების...

უკრაინული დრონების იერიში რუსეთზე

უკრაინული დრონების მასშტაბური იერიში რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე - ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ ძერჟინსკში, სავარაუდოდ,...

“მოვიდა დრო” – დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის Facebook-გვერდზე ოსურ ენაზე პოსტი გამოქვეყნდა. "მოვიდა დრო" -...

ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს

დღეს ცნობილი გახდა რომ ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა აღარ ჰყავს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის...