მთავარისიახლეებისაზოგადოებასინოპტიკოსები კვირის ბოლომდე საქართველოში არამდგრად, წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ

სინოპტიკოსები კვირის ბოლომდე საქართველოში არამდგრად, წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ

Published on

სინოპტიკოსები კვირის ბოლომდე საქართველოში არამდგრად, წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ.  გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსის  სვეტლანა ნიორაძის  განცხადებით, 
 
4-5 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თუმცა, 4 დეკემბერს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერდება, რომლის სიჩქარე წამში დროგამოშვებით 17-22 მეტრი იქნება. დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 15-20 გრადუსია მოსალოდნელი.
 
4-5 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მათ შორის თბილისში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რაიონებში თოვლი. აღმოსავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალურიტემპერატურა 8-13 გრადუსი იქნება.
 
6-7 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში მოთოვს, აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთაში თოვლჭყაპია მოსალოდნელი.
 
6-7 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 9-14 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში – 10-15 გრადუსი.
 
8-9 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კი, წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება, მაღალმთაში მოთოვს.

სიახლეები

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...

საქართველოდან 103 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში...

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 84 პირს ბრალი წარედგინა

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის,...

პაპუაშვილი შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვაზე- მოვა მაისი

მოვა მაისი და ვნახავთ - ასე პასუხობს შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით დასმული...