მთავარისიახლეებიპოლიტიკალევან იზორია, მაია ცქიტიშვილი და ივანე მაჭავარიანი თანამდებობებს ტოვებენ

ლევან იზორია, მაია ცქიტიშვილი და ივანე მაჭავარიანი თანამდებობებს ტოვებენ

Published on

გავრცელებული ინფორმაციით,  პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ მთავრობაში ცვლილებები იგეგმება.   პოსტები შესაძლოა, სწორედ თავდაცვის, ფინანსთა და ინფრასტრუქტურის მინისტრებმა დატოვონ.
საუბარია იმაზეც, რომ ლევან იზორია თავდაცვის მინისტრის პოსტზე შესაძლოა, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გენერალმა შავლეგო ტაბატაძემ ჩაანაცვლოს, მაია ცქიტიშვილისა და ივანე მაჭავარიანის შემცვლელების შესახებ კი ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.
 
  „ქართულ ოცნებაში“ ინფორმაციას მთავრობაში  მოსალოდნელ საკადრო ცვლილებება არ უარყოფენ, თუმცა ვინ დატოვებს და ვინ შეინარჩუნებს პოსტებს არ კონკრეტდება.
 
„მთავრობის თავმჯდომარემაც დაადასტურა ეს, საზოგადოებას ძალიან დიდი მოლოდინი აქვს, ჩვენც ველოდებით, რომ შიდა კონსულტაციები დამთავრდება და მიიღებს ძალიან კონკრეტული ხედვის, პოლიტიკური ნების დემონსტრირების ფორმას საზოგადოებისადმი, რომელიც დარწმუნდება თუ რას ნიშნავდა ეს ერთ წელიწადში მოსალოდნელი ცვლილებები და მათ შორის შესაძლოა იყოს საკადრო გადაწყვეტილებებიც ცხადია,“- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რომან კაკულიამ.
 
მთავრობაში საკადრო ცვლილებების საკითხზე წარმოდგენა არ მაქვს, – აცხადებს  შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია.
,, ბოლო ორი თვის განმავლობაში იმდენად ვიყავით ჩართული ამ პოლიტიკურ ციებ-ცხელებაში, რომ ამ საკითხისთვის პირადად მე დრო არ მაქვს. ჩვენ ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, არის გადადებული ღონისძიებები და ის უნდა განვახორციელოთ. შესაბამისად, წარმოდგენა არ მაქვს რაზეა საუბარი", – განაცხადა გიორგი გახარიამ.
 
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობაში საკადრო ცვლილებები იგეგმება და თანამდებობას სამი მინისტრი – ლევან იზორია, მაია ცქიტიშვილი და ივანე მაჭავარიანი დატოვებს.

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....