მთავარისიახლეებისაზოგადოებაზაზა სარალიძე სიმართლის დასადგენად ბრძოლის ხელახლა დაწყებას აანონსებს

ზაზა სარალიძე სიმართლის დასადგენად ბრძოლის ხელახლა დაწყებას აანონსებს

Published on

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე სიმართლის დასადგენად ბრძოლის ხელახლა დაწყებას აანონსებს.დავით სარალიძის მამა ყველა შესაბამისი უწყებიდან – მათ შორის პროკურატურიდან და შინაგან საქმეთა სამინისტროდან საგამოძიებო მასალების გამოთხოვას და საქმეში კიდევ უფრო დეტალურად ჩართვას აპირებს.„თავს ვიკავებდი, მერე კიდევ რომ არ ეძახათ არჩევნების წინ ატეხა ყვირილიო, ჩაიარა ყველაფერმა, იწყება აქტიური ბრძოლა.  ყველა დეტალს შევისწავლი რასაც აპირებენ, სამართლებრივ ჩარჩოში ყველა ნაბიჯს გადავდგამ. აქციებიც გაგრძელდება მანამ სანამ არ იქნება ჭეშმარიტება დადგენილი“-ამბობს სარალიძე.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა – თუმცა ვინ მოკლა დავით სარალიძე  ისევ უცნობი რჩება. დავით სარალიძისგან განსხვავებით, სასამართლომ ლევან დადუნაშვილის მკვლელი დაადგინა და მას პატიმრობა შეუფარდა.
ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები თითქმის სამი თვეა რუსთაველის გამზირზე პერმანენტულ საპროტესტო აქციას მართავენ.

სიახლეები

იალბუზზე ხუთი მთამსვლელი დაიღუპა

ევროპის უმაღლეს მწვერვალზე, რუსეთის ფედერაციაში მდებარე მთა იალბუზზე, ხუთი მთამსვლელი დაიღუპა. ისინი ძლიერ ქარიშხალში...

ნიკა გვარამია MMA-ის მებრძოლის მიერ მოძრაობის შექმნაზე – რასაც ეგ საბრალო ბრიყვი „აანონსებს“, მორალის პოლიცია კი არა, მასობრივი ძალადობის ინსპირაციაა

გვარამია MMA-ის მებრძოლის მიერ მოძრაობის შექმნაზე - რასაც ეგ საბრალო ბრიყვი „აანონსებს“, მორალის პოლიცია...

საქართველოში ჩეჩნური ტიპის არაფორმალური მორალის პოლიცია იქმნება

საქართველოში ჩეჩნური ტიპის არაფორმალურ მორალის პოლიციას აანონსებენ. ამასთან დაკავშირებით დღეს MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა,...

მასშტაბური იერიში უდმურტეთზე, დარტყმა როსტოვის პორტზე – უკრაინული დრონების მორიგი იერიში

უკრაინულმა დრონებმა რუსეთის რეგიონებზე მორიგი იერიშები მიიტანეს. თავდაპირველად გავრცელდა ცნობები დონის როსტოვზე დარტყმის შესახებ. ადგილობრივი...