მთავარისიახლეებიპოლიტიკააუთვისებელი ფული - დეკემბრის თვეში მთავრობას 1 მილიარდ 700 მილიონი ლარი აქვს...

აუთვისებელი ფული – დეკემბრის თვეში მთავრობას 1 მილიარდ 700 მილიონი ლარი აქვს დასახარჯი

Published on

აუთვისებელი ფული – 2018 წლის განმავლობაში ხელისუფლება თვიურად საშუალოდ 980 მილიონ ლარს ხარჯავდა. იმისათვის, რომ ბიუჯეტი შეასრულოს, დეკემბრის თვეში მთავრობამ 1 მილიარდ 700 მილიონი ლარი უნდა დახარჯოს და ამით მიმოქცევაში დამატებით 720 მილიონი ლარით ჩაუშვას.
 
„ქართულ ოცნებაში“ თვლიან, რომ წლის ბოლო დღეებში, როდესაც ეროვნული ვალუტა ისედაც დარტყმის ქვეშაა ხოლმე, ერთბაშად 2 მილიარდ ლარამდე დახარჯვა ნეგატიურ შედეგს ვერ გამოიღებს.
 
დაფაზე "ვინ გვარცხვენს" – რამდენიმე სამინისტრო მოხვდა. რეიტინგში – ვინ ვერ აკეთებს საქმეს – პირველი ადგილი ინფრასტრუქტურის სამინისტროს უკავია,  რომელსაც 1 მილიარდ 815 მილიონიანი წლიური ბიუჯეტიდან დეკემბერში 847 მილიონი ლარი დასახარჯი რჩება. ანუ მთლიანი ბიუჯეტის 47%. სიზარმაცის რეიტინგში მეორე ეკონომიკის სამინისტროა, რომელსაც თანხობრივად 80 მილიონი ლარი აქვს ასათვისებელი, წლიური ბიუჯეტის 35%. ბოლოდან მესამე კი სოფლის მეურნეობის სამინისტროა, რომელსაც დეკემბერში დასახარჯი რჩება 63 მილიონი ლარი, მთლიანი ბიუჯეტის 22%.
 
აუთვისებელი ის თანხები დარჩა, რომლითაც ინფრასტრუქტურა უნდა აშენებულიყო. მაგალითად, გარღვევაა გზების მშენებლობაში, სოფლების წყალმომარაგების პროგრამაში და ასე შემდეგ

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...