მთავარისიახლეებიპოლიტიკაზეწოლა პოლიტიკური ნიშნით- ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი უმძიმეს მდგომარეობაშია

ზეწოლა პოლიტიკური ნიშნით- ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი უმძიმეს მდგომარეობაშია

Published on

ამ წუთებში ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში, რეანიმაციაშია მოთავსებული ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი. ია კერზაია. ის ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში დღეს დილით მოათავსეს.მისი შვილი ბაჩანა შენგელია არ გამორიცხავს, რომ დედის მძიმე მდგომარეობა მმართველი გუნდის მიერ არჩევნების პერიოდში მასზე ზეწოლასა და „ქართული ოცნების“ მხრიდან აგიტაციის შესახებ დავალებას უკავშირდებოდეს. „სავარაუდოდ, ავალდებულებდნენ არჩევნების წინ, ან უფრო სწორად, შეიძლება არ ავალებდნენ, მაგრამ სთხოვდნენ გარკვეულ წილად, რომ მათთან ეთანამშრომლა. საუბარია მმართველი პარტიის შესახებ,“ – აცხადებს ბაჩანა შენგელია. 
ია კერზაიას განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახური ქართული ოცნების სასარგებლოდ სთხოვდა მუშაობას, უარის შემდეგ კი, სკოლიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. ბაჩანა შენგელაიამ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დეტალურად წერდა ზუგდიდის მე-6 სკოლაში მიმდინარე მოვლენებზე და ამას "გამოცხადებული პოლიტიკური ანგარიშსწორების ქრონიკად" აფასებდა. ფაქტს სოციალურ ქსელში დირექტორიც გამოეხმაურა. "ახლა ისეთი განცდა მაქვს, თითქოს სახელმწიფო მანქანა მებრძვის. მე ვარ ადამიანი, რომელმაც ყველაფერი, შეუძლებელიც კი გავაკეთე მე-6 საჯარო სკოლისთვის. არ ვაპირებ ჩამოთვლას…ყველამ (მათ შორის იმათაც, ვინც მებრძვის) იცის ამის შესახებ. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი" 
– წერდა კერზაია Facebook-ზე და ამბობდა, რომ თუ სამეურვეო საბჭო მას თანამდებობიდან გაათავისუფლებდა, გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებდა.
 

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...