მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ჩვენი ბრძოლა აუცილებლად დამთავრდება სრული გამარჯვებით,“- მიხეილ სააკაშვილმა აქციის მონაწილეებს მიმართა

“ჩვენი ბრძოლა აუცილებლად დამთავრდება სრული გამარჯვებით,“- მიხეილ სააკაშვილმა აქციის მონაწილეებს მიმართა

Published on

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე მიხეილ სააკაშვილის skype-ით   ჩართო. მან ოპოზიციის მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა.საქართველოს მესამე პრეზიდენტის ეკრანზე გამოჩენას აქციის მონაწილეების მხრიდან ოვაციები მოჰყვა.მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის მხარს უჭერს გრიგოლ ვაშაძის და გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებს.საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, საზოგადოება აღარ აპირებს გაჩუმებას.„აღარაფერს აღარ მოვითმენთ და აღარაფერს აღარ გადავყლაპავთ. მათ ეგონათ, რომ ხალხი აღარ იბრძოლებს და დღეს ჩვენ მათ დავანახებთ რომ ჩვენ ვიბრძოლებთ მშვიდობიანად, დამაჯერებლად, ღიმილით, თავაწეული მაგრამ არასდროს ჩამოვუშვებთ ხელებს. არასდროს შევურიგდებით უსამართლობას. ჩვენ ყველაფერი გამოგვივა. ჩვენი ბრძოლა აუცილებლად დამთავრდება სრული გამარჯვებით,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ის ერთ-ერთი მათგანია, ვინც ახლა რუსთაველს გამზირზე დგას და ის მზად არის მაშინვე დაბრუნდეს საქართველოში, როგორც კი მას ხალხი დაუძახებს.
„იმ წამს, როგორც კი თქვენ დაგჭირდებით და დამიძახებთ, იმ წამსვე ფიზიკურად გავჩნდები თქვენ გვერდით, გავჩნდები ლიდერების გვერდით, გავჩნდები ჩვენი ახალგაზრდობის გვერდით. იმიტომ, რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავდოთ თითო აგური ჩვენს გამარჯვებაში. იმიტომ, რომ მე მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე დავნებდე ამ უსამართლობას,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

სიახლეები

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...

ჩინეთის 2-მა მოქალაქემ თვითმფრინავში მგზავრები გაქურდა-დაკავებულია ორი პირი

სამართალდამცავებმა ქურდობის ბრალდებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ...