მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ოლიგარქმა დაგვიმტკიცა, რომ ბილბორდზე სტაფილო რომ დახატოს, სტაფილოს აარჩევინებს გაჭირვებულ ქართველს,“ -...

“ოლიგარქმა დაგვიმტკიცა, რომ ბილბორდზე სტაფილო რომ დახატოს, სტაფილოს აარჩევინებს გაჭირვებულ ქართველს,“ – თაკო ჩარკვიანი

Published on

"ოლიგარქმა დაგვიმტკიცა, რომ ბილბორდზე სტაფილო რომ დახატოს, სტაფილოს აარჩევინებს გაჭირვებულ ქართველს,“ – ამ განცხადებით პუბლიცისტმა, თაკო ჩარკვიანმა, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა.
 
ჩარკვიანის თქმით, კანონიერებისა და ლეგიტიმურობის ფარგლებში აქციები უნდა გაგრძელდეს.
 
„ლეგიტიმურობის ფარგლებში უნდა გაგრძელდეს აქციები, რადგან მე ჩამოვთლი, რა აკადრეს ჩვენს ქვეყანას. ოლიგარქმა დაგვიმტკიცა, რომ ბილბორდზე სტაფილო რომ დახატოს, სტაფილოს არჩევნებს გაჭირვებულ ქართველს…. ვინც აიძულეს, ვინც დააშინეს, ვისაც ოჯახებში შეუვარდნენ, მათ გამო ვდგავართ დღეს ქუჩაში. ეს აქცია ღირსების აქციაა, რადგან მომავალ თაობას უნდა ვუთხრათ, რომ არჩევნები – ეს არის ხმა უმთავრესი პიროვნებისა. შენ თუ ხარ ინდივიდი, უნდა დარჩე შენი ხმის არჩევის უფლებით. დღეს საქართველოში იუველირული გეგმით, რუსული თანხა შემოედინება. ცოტა ხანში გაბანტავენ ქვეყანას და არანაირი აქცია ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებს აღარ უშველის, რადგან საქართველოში დასვეს არალეგიტიმური რენეგატი,“ – განაცხადა თაკო ჩარკვიანმ

სიახლეები

ევროკავშირმა საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის ვიზების გაუქმების შეჩერებას მხარი დაუჭირა

ევროკავშირის ქვეყნებმა საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის ვიზების გაუქმების შეჩერებას მხარი დაუჭირეს. 25 მომხრე და 2...

პარლამენტში მისული კვერცხის მწარმოებლები “ქართულ ოცნებას” აკრიტიკებენ

პარლამენტში მისული კვერცხის მწარმოებლები "ქართულ ოცნებას" აკრიტიკებენ. ადგილობრივი მწარმობელები ფასების რეკორდულად ზრდაზე პაუსიმგებლობას ხელისუფლებას...

„მედია აკადემიის“ დირექტორი შორენა შავერდაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს

კომუნიკაციების კომისიის ახალმა თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ „მედია აკადემიის“ დირექტორი შორენა შავერდაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლა. გულორდავა „მედიაჩეკერთან“...

სუს-ის ინფორმაციით, მამუკა მდინარაძე აშშ-ში იმყოფებოდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სუს-ის უფროსი, მამუკა მდინარაძე 7-10 თებერვალს, თავისი კოლეგების მიწვევით, სამუშაო...