მთავარისიახლეებისაზოგადოება78 წლის ქალბატონი ახალ წელს ქუჩაში შეხვდება, მაგრამ არა საახალწლო კონცერტზე

78 წლის ქალბატონი ახალ წელს ქუჩაში შეხვდება, მაგრამ არა საახალწლო კონცერტზე

Published on

როდემდე უნდა ითმინოს ზუგდიდის საზოგადოებამ 78 წლის ქალბატონის ციალა ჯოჯუას თვითგვემა გამგეობის წინ, რომელიც თვენახევარზე მეტია გრძელდება და, როგორც ირკვევა, იგი შობა –ახალ წელსაც ქუჩაში, პოლიეთილენის საფარქვეშ მწოლი შეხვდება. 

ხელისუფლების მიერ მოხუცისთვის თვის დასაწყისში მიცემული წერილობითი  დაპირება, რომ მოხუცს, რომელმაც, როგორც თავად ირწმუნება,  ბინა ჩინოსანთა მიერ მის მიმართ თაღლითური სქემის გამოყენების შედეგად დაკარგა, უმოკლეს ხანში, კერძოდ ხუთ დღეში  გაურემონტდებოდა სიმწრით თუმცა , სიმართლე ითქვას,  არცთუ ხელისუფლები შემხვედრი ნაბიჯის  გარეშე  დაბრუნებული ბინა და შეძლებდა საკუთარ ჭერს შეფარებოდა, სიცრუე აღმოჩნდა – როგორც მოხუცის ქალიშვილი ლალი ცირდავა ამბობს, ბინაში სარემონტო სამუშაოები ჯერ არც კი  დაწყებულა. შესაბამისად, არგუმენტი, რომელიც მოყავს არცთუ ცოტა გამვლელს, რომელსაც დისკომფორტს უქმნის ამ საცოდაობის  ყურება და ლამის არის მხოლოდ და მხოლოდ მოხუცისა და მისი ქალიშვილის ახირებას მიაწეროს პროტესტის ამგვარი ფორმით გამოხატვა  ( ბინა ხომ დაუბრუნეს, რემონტსაც დაპირდნენ და რაღას წევს ქუჩაში, აწი მაინც ადგესო), ძალადაკარგულია. დრომ დაადასტურა, რომ მოხუცის უნდობლობა ხელისუფლების დაპირებებისადმი, საფუძვლიანი იყო. დათქმული ვადიდან საკმაო დრო გავიდა, დეკემბერი  ილევა,  მაგრამ გაპარტახებულ და საცხოვრებლად არსებული ფორმით გამოუსადეგარ ბინაში  არაფერი შეცვლილა.

შეუსრულებელი დაპირების გადაფარვას გამგეობა ახალი ვადის დათქმით ცდილობს, როგორც თავად მოხუცი ამბობს,   რემონტის დაწყებას ახლა დღეიდან პირდებიან,   თუმცა დიდი იმედი არც ახლა აქვს.  მართლაც სად არის გარანტია, რომ რემონტი ამჯერად მაინც დაიწყება ან, თუ დაიწყება, უსაზღვროდ არ გაჭიანურდება, მიუხედავად იმისა, რომ ახალი დაპირებისამებრ იგი  ოც დღეში უნდა დასრულდეს. ერთადერთი გარანტია, თუმცა ძალიან სუსტი, შეიძლება იყოს საზოგადოების უკმაყოფილება, რომელიც დღითიდღე იზრდება და წესით პიკს უნდა მიაღწიოს შობა–ახალწლის დღეებში, როცა მოზეიმე ზუგდიდში ქუჩაში, მაწანწალა ძაღლების გარემოცვაში, ყველასაგან მიტოვებული იწვება ქალბატონი, რომელსაც მთელი ცხოვრება უშრომია, ავღანეთში საზარბაზნე ხორცად განწირული  ერთადერთი ძე დაუკარგავს და კარგი ცხოვრებისგან ნამდვილად არ წამოწოლილა გამგეობასთან ამ საშინელ უამინდობაში.

ქალბატონის შვილი  ლალი ცირდავა მედიასთან ამ ორი დღის წინათ გამართულ საუბარში აცხადებს:,,გუშინ ბინაში მოვიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები. მითხრეს, ავეჯი და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებისგან დამეცალა ოთახები. ხვალიდან დაიწყება სამუშაოები. ეს ამბავი ყველაზე მეტად გაახარებს დედაჩემს, რომელიც 25 დეკემბერს, თავის დაბადების დღეს, ღია ცის ქვეშ შეხვდება. ის არავის ენდობა და სამუშაოების დასრულებამდე  გააგრძელებს აქციას».

ცალკე მსჯელობის საკითხია ის, რაც ბევრი ზუგდიდელის აზრით,  მოხუცზე ფსიქოლოგიური ზეწოლის, ოჯახური ძალადობის ფორმებს იძენს, ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობა ერთია, მაგრამ   ,, ვინ და რა განწყობით  იცხოვრებს იმ  ბინაში, თუ ეს ქალბატონი ქუჩაში დაასრულებს სიცოცხლეს?''. 

სიახლეები

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...

“ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს რუსეთის ხელისუფლების მსგავსად მოქმედება-კრამერი

„ქართული ოცნების“ ქმედებები კრემლის სახელმძღვანელოდანაა და საქართველო ავტორიტარული მმართველობისკენ მიჰყავს - ამის შესახებ დევიდ...

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს -...

ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ბოლო სამ წელში სანქციების ყველაზე მკაცრ პაკეტს ამზადებს-საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სანქციების ახალ...