მთავარისიახლეებიპოლიტიკათაკო ჩარკვიანზე განხორციელებული თავდამსხმელებიდან ერთ-ერთი თბილისის საკრებულოს პროტოკოლის უფროსია

თაკო ჩარკვიანზე განხორციელებული თავდამსხმელებიდან ერთ-ერთი თბილისის საკრებულოს პროტოკოლის უფროსია

Published on

თაკო ჩარკვიანზე განხორციელებული თავდამსხმელებიდან ერთ-ერთი თბილისის საკრებულოს პროტოკოლის უფროსი, დავით მაჭავარიანია.  თავდასხმის ამსახველი ვიდეომასლიდან შესაძლებელია თავდმსხმელებიდან ერთ-ერთის იდენტიფიცირება და ის თბილისის საკრებულოს პროტოკოლის უფროსი, დავით  მაჭავარიანია. შეგახსენებთ,  რომ  თაკო ჩარკვიანს, რომელიც გრიგოლ ვაშაძის ღია მხარდამჭერია, რამდენიმე პირი თავს იმ დროს დაესხა, როცა ის მეუღლესთან, ჯონი გიგანთან, ერთად აეროპორტში შვილს აცილებდა.გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი ამბობს, რომ თავდამსხმელები, სავარაუდოდ, ე.წ. ძველი ბიჭები იყვნენ, რომლებმაც მათ ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. თაკო ჩარკვიანი თავდასხმას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს, რადგან დაჯგუფების წევრები მათ შეურაცხყოფას სწორედ პოლიტიკური სიმპათიის გამო აყენებდნენ.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 პირი დააკავა. უწყებამ ერთი პირი სისხლის სამართლის წესით ძალადობის ბრალდებით, ხოლო სამი პირი ადმინისტრაციული წესით წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავა.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...