მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოში ჩატარებულ არჩევნებს კრიტიკულად აფასებს აშშ

საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს კრიტიკულად აფასებს აშშ

Published on

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შემდეგ, საპრეზიდენტო არჩვენებს საქართველოში კრიტიკულად აფასებს შეერთებული შტატები.ვაშინგტონი იზიარებს საერთაშორისო დამკვირვებლების შეშფოთებას, რომელიც საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას, უკანონო აგიტაციისა და სხვა დარღვევებს ეხება.განცხადება ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა გაავრცელა.ჰიზერ ნოუერტი აღნიშნავს, რომ მსგავსი ქმედებები არ შეესაბამება საქართველოს ვალდებულებას, რომ ჩაატაროს სამართლიანი და გამჭირვალე არჩევნები.„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას აღმოფხვრას ის ნაკლოვანებები, რომელზეც ეუთო და სხვა სადამკვირვებლო მისიები მიუთითებენ," – წერია განცხადებაში.აქვე აღნიშნულია, რომ ვაშინგტონი მიესალმება ეუთოს მისიის შეფასებას, რომ საპრეზიდენტო მარათონი საქართველოში კონკურენტუნარიანი იყო და ყველა კანდიდატს კამპანიის ჩატარების საშუალება ჰქონდა.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვებაც მოულოცა.

სიახლეები

არ გაჩერდება ეს რეზოლუციები ხან ეუთოსი, ხან ევროკავშირის ან ამერიკის შეფასებებიც იგივე იქნება-სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ პარტნიორების მხრიდან რეზოლუციელები არ აჩერდება - როგორც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა...

უკრაინულმა დრონებმა შავ ზღვაში რუსულ ფლოტს დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა მხოლოდ ბოლო 9 დღეში 116  რუსულ გემზე მიიტანეს იერიში, გასულ ღამეს კი...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს

სპეცოპერაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით - ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით დაკავებულთა შორის...

ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულზე სადღესასწაულო წირვას პატრიარქი შიო აღავლენს

15 ივლისს ზუგდიდში ვლაქერნობა აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით, ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის...