მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ევროპული საქართველო" კვირას გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს -...

“ევროპული საქართველო” კვირას გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს – დავით ბაქრაძე

Published on

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ პოლიტიკური სტრატეგია წარადგინა.  ბაქრაძის თქმით, მოსახლეობა არჩევნების გზით ხელისუფლების შესაცვლელად მზად არის.
 
დავით ბაქრაძე გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საპროტესტო აქციაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
 
„პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კონკრეტულად, კვირას დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით ჩვენ ვართ სრულად სოლიდარული თითოეული იმ მოქალაქის და ადამიანის, რომელიც იქ მიდის საკუთარი პროტესტის გამოსახატად და უსამართლობის გასაპროტესტებლად, მაგრამ როგორც პარტია ორგანიზაციულად ჩვენ ამ აქციის ორგანიზებაში მონაწილეობას არ მივიღებთ,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
 
დავით ბაქრაძის განცხადებით, საარჩევნო სისტემის შეცვლა აუცილებელია. სწორედ ამიტომ, დავით ბაქრაძე ოპოზიციას გრძელვადიანი სტრატეგიის მოსაფიქრებლად კონსულტაციებს სთავაზობს.
 
„ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის მთავარი ამოცანა და მიზანი მომდევნო პერიოდში იქნება შესაბამისი პირობების შემქნა, რომ საქართველოში ხალხმა არჩევნების გზით გამოხატოს საკუთარი ნება, მათ შორის, შეცვალოს ხელისუფლება. ამისთვის, მთავარი კომპონენტი იქნება საარჩევნო სისტემის შეცვლა და დაუყოვნებლივი გადასვლა პროპორციულ ან რეგიონულ-პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, რასაც უნდა მოჰყვეს არჩევნები, ვინაიდან დღევანდელი შემადგენლობა ვეღარ ასახავს ქვეყანაში პოლიტიკურ განწყობას. გარდა ამისა, ჩვენ მიგვაჩნია მნიშვნელოვნად საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესის შეცვლა. ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, შეიქმნას სპეციალური დამოუკიდებელი პროკურორის ინსტიტუტი და სპეციალური აუდიტის სამსახური, რომლის ხელმძღვანელებსაც წარადგენს ოპოზიცია არასამთავრობო სექტორთან ერთად და რომლის ერთადერთი ამოცანა იქნება, იმუშაოს საარჩევნო პერიოდში და გამოიძიოს ყველა ის ფაქტი, რომელიც უკავშირდება საარჩევნო პერიოდში ამომრჩევლის მოსყიდვას, შავი ფულის ბრუნვას და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას,“ – განაცხადა ბაქრაძემ.

სიახლეები

F-15-ის პილოტის გადასარჩენად – აშშ-ის უნიკალური ღამის ოპერაცია მტრის ზურგში

ოთო კონჯარია აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა ბრწყინვალე, წარმოუდგენლად რთული ოპერაცია ჩაატარა და ირანის ტერიტორიიდან ჩამოგდებული...

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს საქართველოდან აძევებენ

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს, რომელიც ფეისბუქზე პოლიციის შეურაცხმყოფელი პოსტის გამოქვეყნების გამო თბილისში დააკავეს, სასამართლო...

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ტიკტოკერს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ „ტიკტოკერს“, თეკლა გერსამიას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - მას...

სეს აცხადებს, რომ ზუგდიდში ყველა ძაღლი დააბრუნა, ადგილობრივებს კი კითხვები აქვთ

ზუგდიდში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დამატებით 17 ძაღლი დააბრუნა. და უწყების ინფორმაციით, ქალაქიდან წაყვანილი ყველა,...