მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: ,,ეს არ იყო ლეგიტიმური არჩევნები. დღეს ამ ბინძურმა ოლიგარქმა თავზე...

მიხეილ სააკაშვილი: ,,ეს არ იყო ლეგიტიმური არჩევნები. დღეს ამ ბინძურმა ოლიგარქმა თავზე გადაგახიათ კანონი, კონსტიტუცია “

Published on

მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებს, არალეგიტიმურს უწოდებს. აღნიშნული შინაარსის განცხადება მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში გააკეთა. სააკაშვილის განცხადებით, განვითარებული პროცესებით, მოსახლეობას არ მიეცა ნების თავისუფალი გამოხატვის საშუალება.
 
„ხალხო, დღეს ამ ბინძურმა ოლიგარქმა თავზე გადაგახიათ კანონი, კონსტიტუცია, არჩევნების ინსტიტუტი. დღეს რაც ტარდებოდა, არ იყო არჩევნები და დემოკრატიული პროცესები. ეს იყო ქურდული სამყაროს და ძველი ბიჭები, აფერისტები და გარეწრები, შავი სამყაროს წარმომადგენლები, ვინც გძარცვავდათ, მთლიანად შერწყმული ამ ოლიგარქთან. ეს არის მოსყიდვა, ღიად დარიგება ფულის, დაჭრა და ცემა აქტივისტების, ეს არის ყველაფერი ის, რაც არ არის დემოკრატია, რაც არ არის ხალხის ნების თავისუფალი გამოხატულება. ეს არ იყო ლეგიტიმური არჩევნები. მოგიწოდებთ თქვენ, ქართულ საზოგადოებას, არ აღიაროთ არჩევნები“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

სიახლეები

ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს...

ენმ-ს განცხადებით შსს-მ 1 ოქტომბერს აქციის გამართვის უფლება არ მისცა

"გუშინ შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ თურმე არ შეიძლება 1 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის დატყვევებიდან 5...

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად და ტყვეების დასახმარებლად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს....

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი გელა ხასაია თავისუფალია

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი გელა ხასაია თავისუფალია. მან საპატიმრო ცოტა...