მთავარისიახლეებიპოლიტიკამალხაზ მაჩალიკაშვილმა ხმა დუისში მისცა: მთელი სახელმწიფო მებრძვის , მაგრამ მე...

მალხაზ მაჩალიკაშვილმა ხმა დუისში მისცა: მთელი სახელმწიფო მებრძვის , მაგრამ მე მივაღწევ სამართალს

Published on

 
პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა ხმა დუისის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მისცა. 
 
„მე მივეცი ჩემი ხმა ქვეყნის მომავალს. არა კრიმინალურ ბანდას, არა ქვეყნის მოღალატე ზურაბიშვილს. 
 
მე ერთი წელიწადია ვიბრძვი, მთელ სახელწიფოს წინააღმდეგ ვიბრძვი ერთი ადამიანი. მთელი სახელმწიფო მებრძვის იმისთვის, რომ არ გაშუქდეს, არ გაჟღერდეს ამათ მიერ ჩადენილი სახელმწიფო დანაშაული. მე ამას გავაკეთებ, ამას მივაღწევ. ეს ამათ უნდათ თუ არ უნდათ. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ის მთავრობა მოვა თუ ეს მთავრობა დარჩება, ვინც წამოვიდა ჩემს წინააღმდეგ, მას საკადრის პასუხს გავცემ ყოველთვის. რაც შეეხება ხმას, მე ის ქვეყნის ნამდვილ მომავალს მივეცი, გაერთიანებულ ოპოზიციას,“ – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა..
 

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...