მთავარისიახლეებისაზოგადოებაNDI - გამოკითხულთა 18% აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს...

NDI – გამოკითხულთა 18% აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” ,14% – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”

Published on

NDI-ის კვლევის თანახმად, კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, პირველი არჩევანის მიხედვით 30% აცხადებს, რომ არც ერთი პარტია. 
პირველი არჩევანის მიხედვით, 18% აცხადებს, რომ "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო" დგას მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, ხოლო მეორე არჩევანის მიხედვით 4%. 
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა": პირველი არჩევანი 14%, მეორე არჩევანი – 3%; 
"ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები": პირველი არჩევანი – 9%, მეორე არჩევანიც – 9%; 
"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა": პირველი არჩევანი – 5%, მეორე არჩევანი – 3%; 
"ლეიბორისტული პარტია": პირველი არჩევანი – 5%, მეორე არჩევანი -4%;
"პატრიოტთა ალიანსი": პირველი არჩევანი – 4%, მეორე არჩევანი -3%. 
კვლევის სამუშაოები 17 ნოემბრიდან 7 დეკემბერის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით ქართულენოვან მოსახლეობაში პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობით შერჩევის საფუძველზე 1 881 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი პლიუს-მინუს 1,8%-ია. 

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...