მთავარისიახლეებიპოლიტიკაუკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა გადაწყვეტილებას უკრაინაში სამხედრო მდგომარეობის შემოღების თაობაზე

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა გადაწყვეტილებას უკრაინაში სამხედრო მდგომარეობის შემოღების თაობაზე

Published on

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობის ამოქმედების შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვისა საბჭოს გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.
 
„ამოქმედდეს ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება „უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის ზომებზე და უკრაინაში სამხედრო მდგომარეობის შემოღების თაობაზე“, – ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში.
 
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მოაწერა ხელი განკარგულებას სამხედრო მდგომარეობის შემოღების პარლამენტისთვის დასამტკიცებლად გადაცემის თაობაზე.
 
განკარგულების თანახმად, უკრაინაში საომარი მდგომარეობა 60 დღის განმავლობაში იმოქმედებს – 2018 წლის 26 ნოემბრიდან 2019 წლის 25 იანვარის ჩათვლით.
 
სამხედრო მდგომარეობა ძალაში მხოლოდ მას შემდეგ შევა, რაც მას პარლამენტი დაამტკიცებს, რომელიც დღეს იკრიბება აღნიშნული საკითხის განსახილველად.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...