მთავარისიახლეებისაზოგადოებასკოლის საატესტატო გამოცდებში (ე.წ. CAT) ჩაჭრის შემთხვევაში, შესაძლოა, მოსწავლეს გადაბარების საშუალება მიეცეს

სკოლის საატესტატო გამოცდებში (ე.წ. CAT) ჩაჭრის შემთხვევაში, შესაძლოა, მოსწავლეს გადაბარების საშუალება მიეცეს

Published on

სკოლის საატესტატო გამოცდებში (ე.წ. CAT) ჩაჭრის შემთხვევაში, შესაძლოა, მოსწავლეს გადაბარების საშუალება მიეცეს. როგორც მარიამ ჯაში აღნიშნავს, ისეთი მაღალი რისკის მატარებელი ტესტი, როგორიც საქართველოს განათლების სისტემაშია, არ უნდა იყოს, ან უნდა მიეცეთ მოსწავლეებს საშუალება ალტერნატიული გზით დაადასტურონ საკუთარი ცოდნა.„შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის მხრიდან გვექნება მნიშვნელოვანი ცვლილებები. მოგეხსენებათ, 2020 წლიდან ფუნდამენტური ცვლილება მოხდება როგორც საატესტატო, ასევე ერთიან ეროვნულ გამოცდებში. მათ შორის უნდა ველოდოთ დუბლირების შემცირების კუთხით გაერთიანებასაც. 2019 წლისთვისაც ველოდები კონკრეტულ ნაბიჯებს და ეს არის მინისტრის პრეროგატივა, რომელიც უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. შესაძლოა, გამოცდებთან დაკავშირებით 2019 წელსაც ველოდოთ გარკვეულ ცვლილებებს, მაგრამ ეს არ იქნება ფუნდამენტური ცვლილებები. ჩემი პირადი ხედვა არის, რომ დუბლირება მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, რადგან არ შეიძლება ერთი და იგივე საგანს ვაბარებინებდეთ ბავშვებს როგორც საატესტატო გამოცდებში, ასევე ეროვნულ გამოცდებში. საერთაშორისო გამოცდილებას თუ გადავხედავთ, იქ არის ერთი კვალიფიკაციის მიმნიჭებელი საგამოცდო სისტემა, რომლის ჩაბარების შემდეგაც მოსწავლე ადასტურებს თავისი ცოდნის დონეს. ძირითადად, ეს არის 3 ან 4 სტანდარტული გამოცდა, შემდეგ კი, უნივერსიტეტები საკუთარი უფლებამოსილების და წესდების მიხედვით განსაზღვრავენ სტუდენტების ჩარიცხვის წესებს.
ასევე, ჩემი რეკომენდაციაა მოსწავლეებს მივცეთ გადაბარების შანსი, რადგან დღეს ძალიან დიდი რისკის მატარებელია საატესტატო გამოცდების თითოეული ეტაპი და წარმატებულმა მოსწავლემ, თუნდაც ერთ გამოცდაში წარუმატებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, ვეღარ შეძლოს სწავლის გაგრძელება შემდგომ ეტაპებზე. არის ქვეყნები, სადაც არსებობს საკომპენსაციო, დამაბალანსებელი ქულის მექანიზმი. მაგალითად, არაერთი მოსწავლის შემთხვევა ვნახეთ, რომ 8 სავალდებულო გამოცდიდან მან ჩააბარა 7, მაგრამ ერთ გამოცდაში ვერ გადალახა მინიმალური ბარიერი. მინიმალური ბარიერის უკან დგას სისტემა, რომელიც უცნობია პედაგოგებისთვისაც კი. ეს არის საკმაოდ დახურული სისტემა. ასეთი მაღალი რისკის მატარებელი ტესტი არ უნდა იყოს, ან უნდა მივცეთ მოსაწავლეებს საშუალება ალტერნატიული გზით დაადასტურონ საკუთარი ცოდნა. თუ მოსწავლე 7 გამოცდას აბარებს და ვერ აბარებს ერთს, რომელიც შეიძლება მისთვის პროფილური საგანი არ იყოს, ხდება შედეგების გათანაბრება, ეს დაახლოებით, საშუალო ქულის გამოყვანაა.ჩემთვის მთავარია, აუცილებლად გადაიხედოს საატესტატო გამოცდები, შემცირდეს დუბლირება და აქცენტი გავაკეთოთ არა ტესტების ჩაბარებაზე, არამედ ტესტების შინაარსობრივ ნაწილზე. ჩვენ ახლა ვართ ტესტებზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო სისტემაში, მაგრამ უნდა ვიყოთ მოსწავლის განვითარებაზე და მის შემოქმედებაზე ორიენტირებული, ჩვენ ხარისხზე უნდა ვიზრუნოთ“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...