მთავარისიახლეებიმსოფლიოუკრაინაში შესაძლოა საომარი ვითარება გამოცხადდეს

უკრაინაში შესაძლოა საომარი ვითარება გამოცხადდეს

Published on

უკრაინაში შესაძლოა საომარი ვითარება გამოცხადდეს. ქერჩის სრუტეში რუსული სპეცდანიშნულების ძალების მიერ,  უკრაინულ ხომალდებზე თავდასხმა, ოფიციალურმა კიევმა უკვე შეაფასა, როგორც სამხედრო აგრესიის აქტი. 
გადაწყვეტილებას საომარი ვითარების გამოცხადების შესახებ უკრაინის რადა დღეს მიიღებს. ინციდენტი აზოვის ზღვაში გუშინ მოხდა. სამი უკრაინული გემი ქერჩის სრუტის გავლით გეგმიურ გადაადგილებას ასრულებდა, როდესაც რუსეთის სასაზღვრო ხომალდი ჯერ მიზანმიმართულად დაეჯახა უკრაინულ გემს,შემდეგ კი ცეცხლი გაუხსნა. შედეგად დაიჭრა 6 უკრაინელი მეზღვაური. 
უკრაინულ ხომალდებზე, რომელიც რუსულმა მხარემ დააკავა, 23 ადამიანი იმყოფებოდა. მათთან კონტაქტი ამ დრომდე ვერ ხერხდება. მოსკოვის მტკიცებით, უკრაინულმა გემებმა რუსეთის საზღვარი დაარღვიეს და მომხდარს კიევის მიერ განხორციელებულ პროვოკაციას უწოდებენ. მომხდარის გამო კიევში, რუსეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა .

სიახლეები

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...

ფსიქო ტროპული წალმების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გახსნეს საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების...

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრადებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ. განაჩენი მოსამართლე...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 12 პირს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ...