მთავარისიახლეებიპოლიტიკა„დღეს, რასაც ჩვენ ვთავაზობთ საქართველოს, ეს არ არის ვინმეს უკან მობრუნება," -...

„დღეს, რასაც ჩვენ ვთავაზობთ საქართველოს, ეს არ არის ვინმეს უკან მობრუნება,” – მიხეილ სააკაშვილი

Published on

არჩევნების მეორე ტურამდე სამი დღით ადრე, მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატების შანსებზე საუბრობს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ „ოცნების“ რჩეულ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს გამარჯვების შანსი, თუ უპრეცედენტო გაყალბებას ექნება ადგილი.
 
„ერთადერთ შემთხვევაში არის შესაძლებელი სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად გაყვანა და ეს არის არნახული, ისეთ გაყალბება, რომელიც არ დასიზმრებია საქართველოს,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ივანიშვილს სჭირდება გაყალბების მასშტაბები, რომელიც  ასლან აბაშიძის და ედუარდ შევარდნაძეს გადააჭარბებს.
 
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ასეთი პროგნოზის გაკეთების საშუალებას ის მძიმე სოციალური ვითარება აძლევს, რომელიც საქართველოშია. მისივე თქმით სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება ნიშნავს იმას, რომ ზუსტად ორ წელიწადში ქვეყანას მილიონზე მეტი ადამიანი დატოვებს და მსოფლიო ოფიციალურად აღიარებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობას.
 
საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა უამრავჯერ მოატყუა ამომრჩეველი. მათ შორის მაშინაც, როდესაც თქვეს, რომ სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატია. მისივე თქმით, თუნდაც ის აქცია, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“ ეგიდით ჩატარდა, რეალურად ბიძინა ივანიშვილის მიერ არის ორგანიზებული.
 
მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა იმ ადამიანებზეც, რომლებიც ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ უნდა მობრუნდეს. მისი თქმით, მას ესმის ამ ხალხის განცხადებები, რადგან მაშინ, როდესაც მისი ხელისუფლება მოვიდა ხელისუფლებაში, მას მოუწია ნულოვანი ტოლერანტობის გამოცხადება კრიმინალთან, რასაც გარკვეულ პირობებში მოჰყვა ძალის გადამეტება. ის წუხილს გამოთქვამს, რომ ადგილი ჰქონდა ასეთ ქმედებას. მიხეილ სააკაშვილის აცხადებს, რომ დღევანდელი არჩევნები არ არის ვინმეს უკან მობრუნება.
 
„დღეს, რასაც ჩვენ ვთავაზობთ საქართველოს, ეს არ არის ვინმეს უკან მობრუნება, არც ერთი ძველი თანამდებობის პირი არ უნდა იყოს თანამდებობაზე,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ საუბარია კოალიციურ მთავრობაზე.
 
რაც შეეხება მის გეგმებს, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს რომ ის არ იქნება მთავრობაში ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. საქართველოს მესამე პრეზიდენტო ამბობს, რომ ის არ დაჯდება სახლში ბიძინა ივანიშვილივით და არ დაიწყებს არაფორმალურ მართვას.
 
„ჩემი დიდი ამბიციაა საქართველოს დიდ საზღვაო სახელმწიფოდ ქცევა. მე მაქვს ამბიცია და შევიტან განაცხადს ლაზიკის  თავისუფალი  ეკონომიკური ზონის მმართველის პოზიციაზე. მე მინდა, რომ ეს იყოს ზონა, სადაც იქნება ინგლისური სამართალი, სადაც იქნება დღგ ნოლი. მე მინდა ვიყო ლაზიკის ზონის ხელმძღვანელი,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ლაზიკის პორტი თავის დროზე მისი იდეა იყო.

სიახლეები

შავ ზღვაში 4 ინდოელი მეზღვაურის სიკვდილის გამო ინდოეთმა რუსი დიპლომატი დაიბარა

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში საქმეთა დროებითი რწმუნებული ვლადიმირ ლადანოვი დაიბარა და შავ ზღვაში...

საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას უახლოეს დღეებში 690 მილიონ დოლარს გამოუყოფს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ უკრაინის ახალი გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის (EFF) პროგრამის პირველი...

ამოღებულია 331 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით...

დღეს საქართველოში მინიმუმ 91 პოლიტპატიმარია-TI-მ სია გამოაქვეყნა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრების განახლებული სია გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ...