მთავარისიახლეებიპოლიტიკაგაიაფებული კომუნალური გადასახადები და გაზრდილი პენსია - ივანიშვილის მიერ 2012 წელს გაცემული...

გაიაფებული კომუნალური გადასახადები და გაზრდილი პენსია – ივანიშვილის მიერ 2012 წელს გაცემული დაპირებები, რომელიც დაპირებებად დარჩა

Published on

წინასაარჩევნო დაპირებები, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს უხვად გასცა და რომლებიც არ შეასრულა – მათ შორის არის სამუშაო ადგილები და 1 მილიარდი, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებას უნდა მოხმარებოდა. დაპირება, რომელიც დაპირებად დარჩა, გაიაფებული კომუნალური გადასახადებია. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გადასახადები არათუ გაიაფდა, რამდენჯერმეც კი გაძვირდა. ამას ემატება დაპირება გაიაფებულ საწვავზე, საიდანაც როგორც "ქართული ოცნება“ 2012 წელს ამბობდა  თითო ლიტრადან 1 ლარი მიხეილ სააკაშვილის ჯიბეში მიდიოდა, თუმცა საბოლოოდ მოქალაქეებს ხელში გაძვირებული საწვავი შერჩათ, სააკაშვილის "წაღებული" 1 ლარი თითო ლიტრზე კი საწვავის ფასს არ დაეტყო.
 
არ გაიზარდა არც დაპირებული პენსია. სამაგიეროდ გაიზარდა ფასები პროდუქტზე, რომელიც გაუფასურებულ ლარს ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვა.

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...