მთავარისიახლეებიპოლიტიკააქტივისტები გაიქცნენ, თუმცა ზურაბიშვილის ხმის სანაცვლოდ განკუთვნილი ხახვი და ფქვილი ზუგდიდში...

აქტივისტები გაიქცნენ, თუმცა ზურაბიშვილის ხმის სანაცვლოდ განკუთვნილი ხახვი და ფქვილი ზუგდიდში დევნილებმა თავად გაინაწილეს [Video]

Published on

კარტოფილი, ხახვი, ფქვილი, ზეთი  და შაქარი საარჩევნოდ –  პროდიუქტების ეს ჩამონათვალი დღეს ბარამიას ქუჩაზე დევნილთა ახალ ჩასახლებაში „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა და დევნილთა სამმართველოს წარმომადგენლებმა მიიტანეს. როგორც ირკვევა, პროდუქტი წინასწარ შედგენილი სიის მიხედვით უნდა დარიგებულიყო, თუმცა სიტუაცია მას შემდეგ აირია, რაც ადგილზე გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის წევრები მივიდნენ. შტაბის წევრების გამოჩენის შემდეგ კი, როგორც შტაბის უფროსმა ანა წითლიძემ „ოდიშინიუსს“ განუცხადა, ზედამხედველები მიიმალნენ და დევნილებმა პროდუქტი თვითონვე გაინაწილეს. „როგორც კი ჩვენ მივედით, გაიქცნენ და ხალხმა დაიტაცა პროდუქტი, იძახდნენ, რამდენი კილო ხახვიც არ უნდა დაარიგონ, ავიღებ და ამათ ხმას როგორ მივცემო, იძახდნენ“- გვითხრა წითლიძემ. დევნილები ამბობენ, რომ  მათთან დასახლებაში წინასწარ მივიდნენ, პირადობები მოთხოვეს  და შემდეგ დაურეკეს რომ მისულიყვნენ და წაეეღოთ პროდუქტი. „აქამდე არ გავხსენებივართ და ახლა გავახსენდით, ვნახე იმ კაცს ეკავა სია, გამოვართვი და ვნახე, ვისაც ეწერა ოცნება, ალბათ მხარდამჭერი იგულისხმებოდა, იმას აძლევდნენ უფრო მეტს ყველაფერს“- განაცხადა ერთ-ერთმა დევნილმა. 
 
 

 

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...