მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოს უმეტეს რეგიონში ყინვაა მოსალოდნელი

საქართველოს უმეტეს რეგიონში ყინვაა მოსალოდნელი

Published on

გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს მონაცემებით, საქართველოს უმეტეს რეგიონში ყინვაა მოსალოდნელი. 
მთელი ქვეყნის მასშტაბით, უნალექო ამინდი 22-26 დეკემბერს ჩათვლით შენარჩუნდება.
21 დეკემბერს, ორშაბათს საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს,  დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია 0 +6 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში  ღამით – 1 +3 გრადუსი

სპეციალისტთა თქმით, 22 დეკემბრიდან საქართველოში ყინვები შესუსტდება და დათბება, თუმცა მთასა და მაღალმთაში თოვლი და ღამით ყინვები შენარჩუნდება.

კერძოდ, 22-26 დეკემბერს საქართველოში ტემპერატურა შედარებით მოიმატებს და უნალექო ამინდი იქნება. დასავლეთ საქართველოს დაბლობში და აღმოსავლეთ საქართველოს ბარშიც დღისით +7;+12; ტემპერატურაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს მთაში ღამით მოსალოდნელია -6 გრადუსი; მაღალმთაში – -12. დღისით კი მაღალმთაში +5 იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ღამით -10 გრადუსი დაფიქსირდება, მაღალმთიან რაიონებში ღამით კი -16 გრადუსია ნავარაუდები.

სიახლეები

ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობისთვის ექვს რუს პირს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა დღეს რუსეთის ექვს მოქალაქეს, რომლებიც ქიმიური იარაღის, კერძოდ ეპიბატიდინის, შემუშავებასა და მოკლული რუსი...

3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე მთიან რეგიონებში წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია...

TI- ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492 390 ლარი დახარჯა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ბოლო ერთ წელიწადში 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492...

აბაშაში საქართველოს ბანკში კაცი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა-დაკავებულია ერთი პირი

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, ბრალდებული მიმდინარე წლის...