ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში განმარტავს , რატომ არ აძლევს ხმას ბიძინა ივანიშვილის ფავორიტს და რატომ უჭერს მხარს გრიგოლ ვაშაძეს, მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალებზე გაბრაზებულია.
,,ბიძინეზე ჩამოკონწიალებული ბიოლოგიური ნაგავი დაათრევს ჩემს 2013 წლის დასაწყისში ნათქვამ სიტყვებს, როდესაც ახალმოსულ ივანიშვილს მადლობას ვუხდი ქვეყნისთვის გაკეთებული საქმისთვის (სწორედ ერთპარტიული მმართველობის დამთავრებისათვის, სხვათა შორის) და უარს ვეუბნები პირადად ჩემთვის დახმარებაზე.
ქოცი და დებილი რომ სინონიმი იყო, ეს აქამდეც ვიცოდი. წარმოიდგინეთ, ეს სხვის ნასუფრალის ნამცეცებს შეჩერებული ბიდლო ჩემზე წერს, ეგ უმადურიო, თავის სიმცირეს ვერ მოერიაო, ალბათ მინისტრობა უნდოდაო, და ა.შ.
მაგრამ მოდით, გავაანალიზოთ, რაში გამოიხატა ჩვენი უმადურობა? დრო 2012 წლის ოქტომბერში გაჩერდა?
ალბათ ხიხოს მადლობელი უნდა ვიყოთ იმიტომ, რომ თავის რუს მეგობრებს ააფეთქებინა მსოფლიოს უძველესი ოქროს მაღარო და ქართული კულტურის ძეგლი, და ფეხზე დაიკიდა ორი სასამართლოს გადაწყვეტილება… ალბათ მადლობა უნდა ვუთხრათ იმ ტყუილების კორიანტელისთვის, რაც დააყენა: გაძვირებული კომუნალური გადასახადებისთვის, ბენზინისთვის, მოტყუებული დევნილებისთვის, “იაფი ფულისთვის”… მადლობა უნდა ვუთხრათ ერთ ლარად მიწების მითვისებისთვის, ბიტკოინების ქარხნის გამო ჩვენთვის დენის გაძვირებისა და გადასახადებისგან საკუთარი თავის გათავისუფლებისთვის, მარიხუანას პლანტაციების გეგმისთვის, ბოლობოლო!
ხიხოს ცალკე მადლობა ეკუთვნის იმისთვის, რომ პროკურატურა და სასამართლო საკუთარი ხელის ბიჭებით დააკომპლექტა და მაფიოზური მეთოდებით მართავს ქვეყანას! მისი დამსახურებაა, რომ კორუფციაში ბრალდებულები თანამდებობებზე ინიშნებიან და ტენდერებს იგებენ…
და ბოლოს, პირადად მე თურმე მადლობელი უნდა ვიყო,რომ მამაჩემის მკვლელობის საქმეზე პირადად მომატყუა ნაძირალა ბიძინემ, დღემდე პროკურატურა საქმის მასალებსაც კი არ გვაძლევს… და კიდევ იმიტომ, რომ ნაციონალებისდროინდელი ყველაზე გარეწარი, მათ შორის ჩემი ყოფილი პროკურორები და მოსამართლეები უვადოდ დანიშნეს და დააწინაურეს…
და ამ ყველაფრის გამო დღეს, ნაციონალებზე გაბრაზებულმა უნდა მივცე ბიძინეს ხმა, რომ ამ ნაძირალამ 100, დიახ, ასი პროცენტით უკუნითი უკუნისამდე დაიიღლიავოს ქვეყანა. ახლა ნაციონალებზე არ ვსაუბრობ. საკმარისად მაქვს ნალაპარაკევი, როცა ეს საჭირო იყო. და როცა ეს ქოცუნიები თავის დედის იმაში იყვნენ შემძვრალი! დღეს დიახაც მირჩევნია, გამოჩნდეს მესამე ძალა, რომელიც ამ ყველაფერს დაამთავრებს, მაგრამ დღეს ხმას ვაძლევ გრიგოლ ვაშაძეს იმიტომ, რომ:
1) მესამე ძალის გამოჩენას გაცილებით მეტად შეუწყობს ხელს პოლიტიკურად კონკურენტული გარემო, ვიდრე ხიხოს თურქმენისტანი, სადაც ამ თუქსუსების ოსანას ხმა ისმის მხოლოდ.
2) პოლიტიკური კონკურენცია აიძულებს ხელისუფლებას მეტი აკეთოს ხალხისთვის და კონკურენტის მიერ მხილების მაინც ეშინოდეს. ამას ვხედავთ უკვე დღეს, პირველი ტურიდან ერთ თვეში.
ვფიქრობ, კიდევ ათი წელი უნდა გავუძლოთ, სანამ მოვა ახლაგაზრდა თაობა… ისინი არ იქნებიან ამ ბიონაგავივით პარაზიტული ბუნების, მათ ვეღარ მოატყუებს ვერც მღვდლის საცეცხლურით ფოკუსები, ვეღარც კახი კავსაძის და გივია საიხარულიძის ცეკვა-თამაში და ხიხოს ნაკვები ინწილიგენცია, და ვეღარც ედიკას ნამხედრიონალ-ნაკომკავშირლარი ბიდლო.
მანამდე კი, ჩვენი საქმე ვაკეთოთ, შევუქმნათ ახალგაზრდების განვითარებას პირობები და გვახსოვდეს: თუ ყველა მაყეფარ ძაღლს ქვას ესვრი, ვერასდროს მიხვალ მიზნამდე…'' წერს ცოტნე გამსახურდია