მთავარისიახლეებიპოლიტიკაფინანსთა მინისტრი რომელიღაც სხვა ქვეყანაში ცხოვრობს? - უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა აცხადებს იგი

ფინანსთა მინისტრი რომელიღაც სხვა ქვეყანაში ცხოვრობს? – უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა აცხადებს იგი

Published on

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის შეფასებით, დღევანდელი ეკონომიკური პოლიტიკა არის გამართული და ქვეყანა სწორ გზაზე დგას.
 
როგორც მაჭავარიანმა ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში განაცხადა, თითქმის ყველა მაჩვენებელი გაუმჯობესებულია როგორც პროცენტულად, ასევე ხარისხობრივად.ფინანსთა მინისტრის მონაცემებით, უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა, ხოლო მაღალია პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და ხარისხიანი ინვესტიციების მაჩვენებელი.
 
“ვისაუბროთ ტემპებზე. შეიძლება სხვა რამეებზეც იყოს პრეტენზიები, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. რაკი მიზანი შორს არის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ გზიდან უნდა გადავუხვიოთ, რადგან მიზანს კიდევ უფრო დავშორდებით“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

სიახლეები

რუსეთმა თბილისს ოკუპირებული რეგიონების რეჟიმებთან თავდაუსხმელობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა

რუსულმა მხარემ ჟენევაში გამართული საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში საქართველოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან თვითგამოცხადებულ...

უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც 30...

TI- “პარტიას აფინანსებენ ისინი, ვინც შენი ჯიბიდან 17.7 მილიონს იღებს”

"აპრილში ქართულ ოცნებას" 26-მა პირმა 763 000 ლარი შესწირა - ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს. TI-ის...