მთავარისიახლეებიპოლიტიკა"კურიერის" ინფორმაციით, კრიმინალური ავტორიტეტი ლავას ოღლი პატიმრობიდან გათავისუფლდა

“კურიერის” ინფორმაციით, კრიმინალური ავტორიტეტი ლავას ოღლი პატიმრობიდან გათავისუფლდა

Published on

„ქართული ოცნებისათვის“ ხმების მობილიზების საქმეში კანონიერი ქურდები ერთვებიან, სანდო წყარო „კურიერს“ უყვება, რომ ბათუშმი საპრეზიდენტო არჩევნების წინ კრიმინალური ავტორიტეტი მინდია გორაძე იგივე ლავას ოღლი თურქეთიდან ჩაყავთ.
გორაძემ თურქეთის ციხე დღეს დატოვა და ის ბათუმში სავარაუდოდ, რამდენიმე საათში იქნება.
 
კრიმინალური ავტორიტეტის, ლავას ოღლის ოჯახის წევრები „რუსთავი 2“-თან არ საუბრობენ.
გორაძის და ამბობს, რომ ის არ დაუდასტურებს ამ ინფორმაციას „კურიერის.“
 
„ჩემს ძმასთან ყოველდღე მაქვს კომუნიკაცია… არაფერი არ ვიცი თქვენთვის,“-ამბობს გორაძის და. მინდია გორაძე აჭარაში მმართველი პარტიის ინტერესებს დაიცავს, ის ბათუმში განსაკუთრებული ავტორიტეტით სარგებლობს.
 
ლავას ოღლი საქართველოში 2016 წლის იანვარში დააკავეს, თუმცა ის 2017 წელს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაათავისუფლა, მიზეზად ბრალის ვერ დამტკიცება დასახელდა. მოგვიანებით ის თურქეთში დააკავეს, მაგრამ როგორც ჩანს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ის ბათუმში იქნება.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...