მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ვარდების რევოლუციის 15 წლისთავზე საქართველო ახალი გამოწვევების წინაშე დგას"- მიხეილ სააკაშვილი

“ვარდების რევოლუციის 15 წლისთავზე საქართველო ახალი გამოწვევების წინაშე დგას”- მიხეილ სააკაშვილი [Video]

Published on

მიხეილ სააკაშვილი ქართველებს ვარდების რევოლუციის 15 წლისთავს ულოცავს. სააკაშვილი ფეისბუკის გვერდზე ვიდეოს ავრცელებს, სადაც 2003 წლის რევოლუციას იხსენებს და იმ გამოწვევებზე საუბრობს, რომლის წინაშეც საქართველო ახლა დგას.
 
„15 წლის წინ ქართველმა ხალხმა მოახდინა ნამდვილი სასწაული, ყველას ეგონა, რომ შევარდნაძე იყო დაუმარცხებელი, სისტემა იყო მუდმივი, ჩვენს ქვეყანას არ ქონდა არანაირი პერსპექტივა წარმატების მიღწევის და წინსვლის, მაშინ ხალხმა ამ უიმედობას გადაუსვა ხაზი და გაათავისუფლა ჩვენი ქვეყანა. ვარდების რევოლუციამ მყარად დააბრუნა საქართველო მსოფლიო რუკაზე. ვარდების რევოლუცია იყო ჩვენი წარმატების, ჩვენი რეფორმების საწინდარი. საქართველომ დაიწყო წინსვლა და უფრო მეტი ბრუნდებოდა, ვიდრე მიდიოდა. ახალი ქალაქები აშენდა, საართველომ ირწმუნა საკუთარი ძალა და ეს ყველაფერი გააკეთა ქართველმა ხალხმა. ახლა, 15 წლისთავზე ჩვენ გვაქვს ისევ ბევრი გამოწვევა, საქართველოს ისევ მოაჯდა ურჩხული. ისევ მიგვათრევენ 90-იანებში და კიდევ უფრო უკან. ახლაც მჯერა, რომ ჩვენი ხალხი მსოფლიოს დაანახებს საკუთარ თავმოყვარეობას.საქართველოს აქვს უზარმაზარი პერსპექტივა, მე უსაზღვროდ მწამს ქართველი ხალხის, გვფარავდეს წმინდა გიორგი. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, ჩვენ აუცილებლად გადავლახავთ ამ პრობლემებსაც.“- აცხადებს სააკაშვილი
 
 
 

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....