მთავარისიახლეებიპოლიტიკა"როგორც ცნობილი გახდა, ნოდარ ვაშაძე შშმ პირია, ამაში არც დასამალი, მით უფრო...

“როგორც ცნობილი გახდა, ნოდარ ვაშაძე შშმ პირია, ამაში არც დასამალი, მით უფრო – სასირცხვილო არაფერია”- ანა ნაცვლიშვილი

Published on

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გრიგოლ ვაშაძის შვილის, ნოდარ ვაშაძის შესახებ წერს: 
 
„თეიმურაზ გორჯესტანმა უნდა მოიხადოს ბოდიში! წერტილი! იმის მიუხედავად, იცოდა თუ არა ვისზე საუბრობდა. თუ იცოდა და ეს გააკეთა – ნუ ამას ბოდიშიც ვერ უშველის! როგორც ცნობილი გახდა, ნოდარ ვაშაძე შშმ პირია, ამაში არც დასამალი, მით უფრო – სასირცხვილო არაფერია. რა დარტყმა, რის შავი პიარი ამ თემაზე, ხალხო. საზოგადოება ვართ, ბოლოს და ბოლოს თუ ჯოგი?! ნებსით თუ უნებლიეთ, ნუ ვამისამართებთ ამ ადამიანებს ჩაბნელებული, მოფარებული ოთახებისკენ, ნუ ვაქცევთ ამ საკითხებს ყურში ჩურჩულის და პუტუნის თემად. ყველა განსხვავებული, ყველა თანასწორია“, – წერს ანა ნაცვლიშვილი „ფეისბუქზე“.

სიახლეები

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის...

ევროკავშირი საქართველოს შესახებ 2026 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს

ევროკავშირის წარმომადგენლობა, გაფართოების პაკეტის ფარგლებში, საქართველოს შესახებ, 2026 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს. ამის შესახებ რამდენიმე...

ტრამპი ირანს ულტიმატუმს უყენებს და ელექტროსადგურებზე დარტყმით ემუქრება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანს ახალი ულტიმატუმი წაუყენა — იგი ჰორმუზის სრუტის სრულ გახსნას...

გურამ კაშია, სანაკრებო კარიერას 2026 წლის ივნისში დაასრულებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია, სანაკრებო კარიერას 2026 წლის ივნისში დაასრულებს. ინფორმაცია ფეხბურთელმა 23...