მთავარისიახლეებიპოლიტიკაგარკვეული დროის შემდეგ უვიზო რეჟიმი ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც ამოქმედდება – აცხადებს...

გარკვეული დროის შემდეგ უვიზო რეჟიმი ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც ამოქმედდება – აცხადებს სტრონსკი

Published on

ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ დადებით რეკომენდაციას კარნეგის მშვიდობის ფონდის ევრაზიის პროგრამის წარმომადგენელი პოლ სტრონსკი გამოეხმაურა.  "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან სააუბარში მან განაცხადა, რომ  იმედი აქვს  გარკვეული დროის შემდეგ უვიზო რეჟიმი ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც ამოქმედდება. 

"მე ვულოცავ ქართველ ხალხს ამ პოზიტიურ ნაბიჯს. ამასთან ერთად, არ ვფიქრობ, რომ ამას მოჰყვება ინვესტიციების, ტურისტებისა ან სავაჭრო კავშირების მოზღვავება, თუმცა ეს არის ყველაფერთან ერთად დიდი სიმბოლური ნაბიჯიც. საქართველო, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის ღირებული პარტნიორი, იმსახურებს ვიზების რეგულაციების შემსუბუქებას. იმედი მაქვს, ბევრი ქართველი გამოიყენებს ამ შესაძლებლობას საგანმანათლებლო, ტურისტული, ბიზნეს ან სხვა საინტერესო მიზნის განსახორციელებლად, რადგან ახალი რეჟიმი შესაძლებლობებს აჩენს ადამიანებისთვის, და ეს აჩვენებს იმას, რომ ევროპა მართლაც აფასებს საქართველოსთან ურთიერთობას. იმედს ვიტოვებ, რომ , და ამას მეტი დრო სჭირდება, უვიზო რეჟიმი ამოქმედდება ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც", – აცხადებს სტრონსკი.

სიახლეები

ოპოზიცია: სუსში გამოკითხვები კორუფციასთან რეალურ ბრძოლად არ აღიქმება

ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლების სუსში დაბარებას ოპონენტები შიდა დაპირისპირებასა და კორუფციის თემას უკავშირებენ, თუმცა აცხადებენ,...

რატომ არ ეწვია ვენსი საქართველოს – იან კელის განმარტება

"ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა იკითხა, რატომ არ ეწვია ვენსი თბილისს ბოლო მოგზაურობის დროს. ჩემი...

ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – ნინო ქადაგიძე

"ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი...

ჭარბწონიანობა მავნე [წინა] ხელისუფლებამ და მათმა პოლიტიკამ მოიტანა – ყაველაშვილი

სპორტის განვითარება "ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტად სახელდება, თუმცა პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აქცენტი წინა ხელისუფლების...