მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში წუხელ დაჭრილი გარემოს დაცვის ინსპექციის ყოფილი უფროსის მდგომარეობა მძიმეა

ზუგდიდში წუხელ დაჭრილი გარემოს დაცვის ინსპექციის ყოფილი უფროსის მდგომარეობა მძიმეა

Published on

ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე გარემოს დაცვის ინსპექციის ყოფილი უფროსი ბაკურ გულუას გვიან ღამით ესროლეს ცეცხლასასროლი იარაღით ფეხის არეში დაჭრეს.გულუა მიმავალი მანქანიდან ჩაცხრილეს, თავდამსხმელი კი ადგილიდან მიიმალა.გარემოს დაცვის ინსპექციის ყოფილი უფროსი შემთხვევის ადგილიდან საავადმყოფოში უცხო პირმა მიიყვანა. ექიმების თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მას გვიან ღამით გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ბაკურ გულუა 2012 წლამდე სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის – თენგიზ გუნავას მოადგილე იყო, 2013 წელს იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა, შემდეგ კი გარემოს დაცვის ინსპექციაში გადავიდა სამუშაოდ.

სიახლეები

კირცხალია ღარიბაშვილს-ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა. წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები...

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის,...

ფიზიკური პირებისთვის სესხის გაცემის პირობები 2027 წლიდან ეტაპობრივად გამკაცრდება

ფიზიკური პირებისთვის სესხის გაცემის პირობები 2027 წლიდან ეტაპობრივად გამკაცრდება. საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის...

აქციებზე დაკავებულების მშობლები საზოგადოებრივ მაუწყებელთან 24 საათიან აქციას მართავენ

"ჩვენ გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, რომ 24-საათიანი აქცია გავმართოთ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“. სხვადასხვა ტიპის აქციები უკვე...