მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი ზუგდიდელები" დაფუძნდა

ზუგდიდში არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი ზუგდიდელები” დაფუძნდა

Published on

"სამართლიანი ზუგდიდელები"  არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ახალგაზრდებმა ჩამოაყალიბეს. მისი დამფუძნებლები მოქალაქეები პეტრე კვარაცხელია, ჯუანშერ ხობელია და ალექსანდრე მინჯორაია არიან. ამის შესახებ მათ დღეს ურნალისტებს სპეციალურ ბრიფინგზე განუცხადეს.როგორც ამბობენ, ჯერ კონკრეტული სამოქმედო გეგმა არა აქვთ, თუმცა ამბობენ, რომ არც ერთ პარტიას არ უჭერენ მხარს."ეს ორგანიზაცია აერთიანებს უსამართლობასთან მებრძოლ ზუგდიდელებს. ბევრი შეცდომები აქვს "ქართულ ოცნებას", თუმცა არც წარსულში დაბრუნება გვსურს. ისინი ვინც შიშს თესავდა განვითარებას ვერ მოუტანს საქართველოს… ჩვენ ვიწყებთ საგანგებო რეჟიმში მუშაობას და ზუგდიდელების უფლებების დასაცავად უკომპრომისო ბრძოლას", – განაცხადა ორგანიზაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ჯუანშერ ხობელიამ.

სიახლეები

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...

ზურაბ მენთეშაშვილს 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

გზის განმეორებით გადაკეტვისთვის დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 9 თვით...

მოსკოვს არ უნდა მიეცეს ევროპის საჰაერო სივრცის დაუსჯელად დარღვევის უფლება – კალასი

რუსული დრონის გალაცში საცხოვრებელ კორპუსზე დაცემა რუმინეთის სუვერენიტეტისა და ევროპის საჰაერო სივრცის აშკარა და...

29-30 მაისს მოსალოდნელია ნალექი, ძლიერი ქარი, ზღვაზე შტორმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29-30 მაისს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი...