მთავარისიახლეებიპოლიტიკაკახი კალაძე გორჯესტანის გამოხდომის შემდეგაც სალომე ზურაბიშვილის ოჯახის მიმართ...

კახი კალაძე გორჯესტანის გამოხდომის შემდეგაც სალომე ზურაბიშვილის ოჯახის მიმართ შეურაცხყოფაზე ლაპარაკობს

Published on

 „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივნის  კახა კალაძის  თქმით, სალომე ზურაბიშვილისა და მისი ოჯახის მიმართ შეურაცხყოფას აქვს ადგილი,  დაშესაბამისად, მისთვის გასაგებია, თუ რატომ თქვა უარი კანდიდატმა "რუსთავი 2"-ის გადაცემაში მონაწილეობაზე.
 
„მთელი ამ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ხდებოდა პირადად სალომე ზურაბიშვილის შეურაცხყოფა. ოჯახის წევრებზე გადავიდნენ, ძალიან მძიმე მოსასმენია ეს ყველაფერი. ხდებოდა კონკრეტულად ხელის შეშლა საარჩევნო კამპანიის პროცესში. უამრავი მაგალითი და ფაქტები შეგვიძლია მოვიყვანოთ ამასთან დაკავშირებით, როდესაც ის ხვდებოდა რეგიონებში მოსახლეობას, თუ როგორი შეურაცხყოფებით მიმართავდნენ, როგორი იყო მის მიმართ დამოკიდებულება. მესმის მისი დამოკიდებულება და განწყობა კონკრეტულად ამ ტელევიზიასთან მიმართებაში, რომ მიიღო გადაწყვეტილება არ მივიდეს.
 
თუმცა, ჩვენ, გუნდი მზად ვიყავით და ამასთან დაკავშირებით წერილობითაც ეცნობა „რუსთავი 2“- ს, რომ მზად ვიყავით მივსულიყავით პარტია "ქართული ოცნება".
 
შეეშინდათ პარტია მივსულიყავით "რუსთავი 2"-ზე იმიტომ, რომ ძალიან კარგად ახსოვთ, თუ რა მდგომარეობაში ჩავაყენეთ 2016 წელს, 2017 წელსაც და იგივე განმეორდებოდა ახლაც , რადგან სიმართლე არის ჩვენს მხარეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
 

სიახლეები

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

კობახიძე ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა მთავრობასთან იყო შეთანხმებული

ირაკლი კობახიძე ისევ ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი მთავრობასთან შეთანხმებით გავიდა. ამის შესახებ მან...

დიდი იმედი მაქვს, რომ იგი შეცდომაშია შეყვანილი – ვოლსკი ღარიბაშვილზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას "უბადრუკ წერილს" უწოდებს  - "ოცნების" წევრი ამბობს, რომ...

წლების მანძილზე კობახიძე ცილს მწამებდა – ირმა ინაშვილი

“ვინაიდან ბევრი ადამიანი მწერს, ფრაგმენტულად ვპასუხობ შეკითხვებს. კიდევ ერთხელ ვამბობ: არანაირი კამპანია არც სოციალურ...