მთავარისიახლეებიპოლიტიკავლადიმერ პუტინი სოჭში რაულ ხაჯიმბას შეხვდა

ვლადიმერ პუტინი სოჭში რაულ ხაჯიმბას შეხვდა

Published on

სანამ სალომე ზურაბიშვილი და მისი მხარდამჭერი პოლიტიკური ძალები ,,არკვევენ,'' ვინ არის დამნაშავე  რუსეთ- საქართველოს ომში,  ხოლო  ქართველი კინემატოგრაფისტები ხელგაშლილად მასპინძლობენ კოლეგებს,რომელნიც ღიად მონაწილეობენ აფხაზების სამხედრო აღლუმებში,   და ოკუპირებული ქვეყნის გულში   აცხადებენ, რომ რუსეთი ოკუპანტი არ არის,  ვლადიმერ პუტინი სოჭში რაულ ხაჯიმბას ხვდება.
 
  რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობებს განსაკუთრებული, სტრატეგიული და სამოკავშირეო ხასიათი აქვთ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრაზე განაცხადა.
 
„მოხარული ვარ თქვენი ნახვის. მიმდინარე წლის ზაფხულშიც შევხვდით ერთმანეთს. ჩვენს ურთიერთობებს, რა თქმა უნდა, სტრატეგიული, სამოკავშირეო ხასიათი აქვთ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
 
ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა საშუალებას იძლევა განხილულ იქნეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები.
 
მისივე თქმით, სავაჭრო ბრუნვა რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის იზრდება.
 
„ჩვენი სავაჭრო ბრუნვა იზრდება მცირე ტემპებით: გასულ წელს 5% იყო, ხოლო ამ წლის პირველი 9-10 თვის განმავლობაში კი 2%“, – აღნიშნა მან.
 
მისივე თქმით, საჭიროა „აფხაზეთის ეკონომიკის განვითარების დაჩქარება, რასაც დამატერბითი ძალისხმევა სჭირდება“.
 

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...