მთავარისიახლეებიპოლიტიკაგაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის შტაბში ჟურნალისტებს ამომრჩევლის მოსყიდვისა და დაშინების ვიდეომასალა უჩვენეს

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის შტაბში ჟურნალისტებს ამომრჩევლის მოსყიდვისა და დაშინების ვიდეომასალა უჩვენეს [Video]

Published on

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის შტაბში ერთ-ერთმა ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ ჟურნჺლისტებისთვის ბრიფინგი გამართა.ქარდავამ ამომრჩევლის დაშინებისა და მოსყიდვის ფაქტებზე ისაუბრა და ჟურნალისტებს ვიდეომასალა წარუდგინა, სადაც მისი თქმით, დგას სატყეო სამმართველოს სამეგრელო-ზემო სვანეთის მოადგილე მამუკა გადელია, რომელიც ესაუბრება ზურაბიშვილის შტაბის წევრებს, რა დროსაც დაიგეგმა სოფელ რიყეში ამომრჩევლების მოსყიდვა, კონკრეტულად შეშის დარიგება. ასევე ჯიხაშკარის რწმუნებული ავთანდილ მარღიას მიერ სოფელში პურის ფქვილის დარიგება, შამგონაში კი ბაჩუკი ქარდავას თქმით, რევაზ გაბუნია ,,ქართული ოცნებიდან,, სოციალურად დაუცველებს ეუბნება, რომ სოციალურ დახმარებას მოუხსნის. გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში აცხადებენ, რომ ყველა ამ საკითხზე ისინი ინფორმაციას მიაწვდიან არასამთავრობოებს.გაერთიანებული ოპოზიციის ბრალდებებს სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ შტაბში პასუხობენ. ლაშა გვასალიას თქმით, ენმ სრულ აგონიაშია, იციან რომ წაგებული აქვთ და იგონებენ ტყუილებს- განაცხადა ლაშა გვასალიამ

 

 

 

სიახლეები

თვითონ გჯერათ, რომ საქართველოსთვის მე საფრთხეს წარმოვადგენ? – პაატა ბურჭულაძე მოსამართლეს

"თვითონ გჯერათ, რომ საქართველოსთვის მე საფრთხეს წარმოვადგენ?" - ამ სიტყვებით მიმართა მსოფლიო ბანმა, პაატა...

ცნობილია, რომელ უნივერსიტეტს რა ფაკულტეტები დარჩება

„ქართული ოცნების“ მთავრობის განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ სამთავრობო გუნდის მიერ შემუშავებული განათლების რეფორმის ფარგლებში...

ოცნება 6 წელზე მეტი ასაკის მანქანების იმპორტის აკრძალვას გეგმავს

ქართული ოცნების მთავრობა 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვას გეგმავს. ეს ქართული ოცნების...

1-ელი ივლისიდან იკრძალება პლასტმასის მასალაში მოთავსებული სურსათის გაცემა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პლასტიკის იმ პროდუქციის გამოყენებაზე, რომელიც სურსათთან პირდაპირ შეხებაშია, შეზღუდვები ეტაპობრივად ამოქმედდება. მისი...