მთავარისიახლეებიპოლიტიკაგრიგოლ ვაშაძე: „როგორც კი ჰაერში წაგების სუნი დატრიალდა, იმ წუთასვე გაახსენდათ საქართველოს...

გრიგოლ ვაშაძე: „როგორც კი ჰაერში წაგების სუნი დატრიალდა, იმ წუთასვე გაახსენდათ საქართველოს მოქალაქე. მაგრამ როგორ გაახსენდათ?- შერჩევითად.”

Published on

წინასაარჩევნო ტრიუკი, რომლის მიზანიც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაა – გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი მოქალაქეთა გარკევული სეგმენტისთვის ვალების ჩამოწერას, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებს უკავშირებს.
 
გრიგოლ ვაშაძის თქმით, პირველი ტურის შემდეგ, რაც „ჰაერში წაგების სუნი დატრიალდა“ მმართველმა პარტიამ ხალხი გაიხსენა. თუმცა, ვაშაძე ამბობს, რომ ესეც შერჩევით მოხდა, რადგან ხელისუფლება არაფერს ამბობს ფერმერებისა და მეურნეების დახმარებაზე.
 
„როგორც კი ჰაერში წაგების სუნი დატრიალდა იმ წუთასვე გაახსენდათ საქართველოს მოქალაქე. მაგრამ როგორ გაახსენდათ?- შერჩევითად. ვითომ ვალებს ჩამოაწერენ იმას, რომელიც აბსოლუტურად უიმედო ვალებია და ისედაც ტოქსიკური ვალებია და ისედაც ყოველ წელს ბანკები ამას წერენ. შარშან, სადღაც 75 მილიონი ლარი ჩამოაწერეს ბანკებმა, როგორც უიმედო ვალები.
 
იგივე იქნება წელს და ამას გაასაღებენ ვითომ დიდ შეღავათად. რაც არის ყველაზე საინტერესო ადამიანებს ვინც სოფლის მეურნეობაში მუშაობს და ადამიანებს, ვინც კრედიტები აიღო ხილის მოსავლისთვის, სხვა სასოფლო სამეურნეო სამუშაოებისთვის და მათ ფაროსანამ გაუნადგურა ყველაფერი, უამინდობამ გაუნადგურა, სეტყვამ გაუნადგურა, იმათზე ლაპარაკი არ არის,"-ამბობს გრიგოლ ვაშაძე.
 
მთავრობის ინიციატივის მიხედვით, მოვალეთა ე.წ. შავ სიაში მყოფ მოქალაქეებს ვალები გაუნულდებათ, თუმცა ვალები მხოლოდ იმ პირებს ჩამოეწერებათ, ვისი ძირი სესხიც 2000 ლარზე ნაკლებია. პრემიერის ინფორმაციით, ასეთი ქვეყანაში 600 ათასი მოქალაქეა და მათ ვალს მილიარდ ნახევარი ლარით ფონდი "ქართუ" გამოისყიდის. სესხის განულება არ შეეხება მათ, ვისი კრედიტიც 2000 ლარს ზევით არის.
 
არც მათ, ვინც ერთ წლის განმავლობაში, თუნდაც ერთხელ და თუნდაც მინიმალური გადასახადი გადაიხადა ამ სესხზე და არც მათ, ვისაც ჩადებული აქვს სესხის სალომბარდე ან უძრავი ქონებით უზრუნველყოფა.
 
მესამე სექტორი ამ ინიციატივას ამომრჩევლის მოსყიდვად აფასებს და გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს.

სიახლეები

ჯერ კადრები გაუვრცელეს, შემდეგ კი სამსახურიდან წასვლა აიძულეს – პედაგოგი გამოძიებას ითხოვს

ფოთელ პედაგოგს, იგორ კეკელიას დეკემბერში გაუვრცელეს პირადი ცხოვების  ამსახველი ვიდეოკადრები, რის შემდეგაც აიძულეს, თანამდებობა...

ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც ირანში თავს წირავს, დახმარება გზაშია – გრემი

აშშ-ს რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი ირანელ ხალხს მიმართავს და წერს, რომ მათი ხანგრძლივი კოშმარი მალე...

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე იმუქრება და ისრაელს “ოკუპირებულ ტერიტორიას” უწოდებს

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე, მოჰამედ ბაყერ ყალიბაფი აშშ-ს მხრიდან იერიშის შემთხვევაში ამერიკულ სამხედრო ობიექტებსა და...

ნუ დააცარიელებთ ქუჩებს, ვიცი რომ მალე თქვენს გვერდით ვიქნები – ირანის ბოლო შაჰის ვაჟი

"ჩემო თანამემამულეებო, ირანის ქუჩებში თქვენი მასშტაბური და მამაცური გამოსვლით, უკვე მესამე ღამეა, თქვენ მნიშვნელოვნად...