მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ეს კაცი ნამდვილი ლურჯი მელაა, ფოკუსნიკია, მორიგი მტრედი გააძრო სახელოდან" - სააკაშვილი...

“ეს კაცი ნამდვილი ლურჯი მელაა, ფოკუსნიკია, მორიგი მტრედი გააძრო სახელოდან” – სააკაშვილი ვალების განულების შესახებ ხელისუფლების ინიციატივას აფასებს

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მთავრობის ვალების განულების ინიციტივას ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილი პრემიერის დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს რომლებსაც 2000 ლარზე ნაკლები ვალი აქვთ და ამის გამო შავ სიაში არიან ვალები გაუნულდებათ, ივანიშვილის მორიგ აფიორას უწოდებს.
 
"მე მგონი სიტყვა ინიციატივა ძალიან უხერხულია ამ საოცრებასთან დაკავშირებით, რაც დღეს გააჟღერა ე.წ. პრემიერმა. ეს არის ჩვეულებრივი მორიგი აფიორა, ძალიან ბოროტი აფიორა, არ შეიძლება ჩვენს ხალხს, რომელიც ასე დაამცირეს გაძარცვეს, ასე მოექცე რომ კიდევ ახალი ტყუილებით კვებო. მათ თქვეს, რომ მილიარდნახევარ ლარზეა საუბარი უკვე დიდი სიცრუეა, მაქსიმუმ "ქართუს" ეს დაუჯდეს 20-30 მილიონი, რომელსაც ამოიღებს შემდეგ სამმაგად.
 
"საუბარია მაქსიმუმ 30-40 მაქსიმუმ თუ ფანტაზიაა 50 ათას ადამიანზე, მაგრამ მე მგონია არ არის 50 ათას ადამიანზე ლაპარაკი, იმ ხალხზე, ვისაც აქვს 2000 ლარზე ნაკლები უიმედო ვალი, რომელსაც ისედაც ჩამოაწერენ ხოლმე. მთავარი რაც არის, ყველაფერი გააკეთა ივანიშვილმა, რომ მართლა კაპიკი არ გადაიხადა, იმიტომ რომ სადაც ერთი კაპიკის წაღლეტვის და გატყავების საშუალება მაინც არის, სადაც ადამიანს თუნდაც ერთი ლარი აქვს გადახდილი იმას არ ეხებიან, ეხებიან იმას, სადაც უკვე ხალხი იმდენად მძიმე მდგომარეობაშია მიტანილი, ეს არის ტოტალიზატორში ან კაზინოში მოთამაშე ადამიანი, ის რომ მაინც არ გადაიხდის არც ბინა აქვს ჩადებული, არც ხელფასი აქვს მიმაგრებული იმათზე… თორემ  სადაც არის მშრომელი ადამიანი, რომელიც იხდის იპოთეკას, რომელიც არის დიდი პროცენტები, სადაც არის ლაპარაკი იმაზე ვისი სამომხმარებლო სესხიც მიბმულია ხელფასზე იმას არ ეხება. ეს არ ეხება საქართველოს საზოგადოებას, ეს არ ეხება ჩვენს საშუალო კლასს ან იმ ადამიანებს ვინც პატიოსნად იხდის.
 
"ეს კაცი ნამდვილი ლურჯი მელაა, ფოკუსნიკია, მორიგი მტრედი გააძრო სახელოდან. ყველამ იცის, რომ მატყუარაა, ყველამ იცის, რომ ეს არის კაცი რომელმაც გააძრო არჩევნების წინ უფასო ფული, გააძრო სახელოდან გადასახადების ორჯერ შემცირება, დახურა ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში და თქვა, ქუთაისში ვაშენებო, წადით და ნახეთ ის ტრიალი მინდორი, გააძრო დაპირება ასი ქარხნის და ბიტკოინების ქარხანა ააშენა თავისთვის და თქვენი დენი მოიხმარა.
 
"ეს კაცი ბაძავს ნამდვილად პაბლო ესკობარს, პაბლო ესკობარი იყო ცნობილი ნარკოტრაფიკერი, რომელმაც თქვა, რომ თუ გავიმარჯვებ არჩევნებში გადავიხდი კოლუმბიის  საგარეო ვალს, ოღონდ უნდა გამაშენებინოთ ნარკოპლანტაციები მთელ კოლუმბიაში. მგონი ჩვენმა ხალხმა მშვენივრად იცის, ანუ 15 დეკემბრის შემდეგ „პოსლეზე მოგიტანთო.“ ერთი რამ მინდა ვურჩიო ჩვენს ხალხს, ივანიშვილის „პოსლეზე“ რა ღირს იცით, მოატანინეთ ყველაფერი რისი წაგლეჯვაც შეგიძლიათ დღეს,"- ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

სიახლეები

რუსთაველზე სახალხო ახალი წლისთვის მზადება 20:00 საათიდან იწყება

უწყვეტი პროტესტის 36-ე დღე და ახალი წელი რუსთაველის გამზირზე - მოსახლეობა ახალ წელს ერთად...

საუბარია არა შიდა პოლიტიკაზე ან რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერაზე, საუბარია პირობაზე, რომელიც 1 წლის წინ მოგვცეს და არ შეასრულეს” – ბუდრისი “ოცნებაზე”

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კესტუტის ბუდრისი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება - ის აღნიშნავს, რომ...

თვითგამოცხადებულმა პრემიერმა კობახიძემ, კალანდარიშვილსა და კაციტაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა

არალეგიტიმურმა პრემიერმა კობახიძემ ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილსა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კარლო კაციტაძეს...

ჟურნალისტი გიორგი ლაფერაშვილი გარდაიცვალა

ჟურნალისტი და პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი გარდაიცვალა. მომხდარ სამწუხარო ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ტელეკომპანია “ფორმულა“ ავრცელებს. დღეს ჩვენთვის...