მთავარისიახლეებიპოლიტიკარაც უნდა იძახო ,,ჰალვა, ჰალვა'' , პირში მის გემოს ვერ იგრძნობ -...

რაც უნდა იძახო ,,ჰალვა, ჰალვა” , პირში მის გემოს ვერ იგრძნობ – სასოწარკვეთილი მთავრობა ვაბანკზე მიდის, მაგრამ მის ,,ჰალვას” არავინ ჭამს

Published on

ბახტაძის განცხადებიდან სულ რაღაც რამდენიმე საათში, ხელისუფლება უკურექციას იღებს – მიუხედავად მთავრობაში ატეხილი აჟიოტაჟისა, რომ მოსახლეობას ვალებს გაუუქმებს და ხალხი შვებით ამოისუნთქავს , უკვე დაისმის გაღიზიანებული  კითხვები  სწორედ ამ ხალხის მხრიდან – წამიერი დადებითი რეაქცია, რომელიც ამ განცხადებას მოყვა , უკვე განულდა  – რა ვალები უქმდება? რაზეა საუბარი? რა ონლაინ სესხებია და ისიც ვივუსის გარეშე და თუნდაც ვივუსიანად (  და ისიც როდინობის კვირაში, როცა ციდან კამფეტებიანი თოვლი ან მოვა ან არა),  რა პასუხს აძლევენ მოსახლეობის იმ ნაწილს , რომელსაც ეს არ ეხება, ანუ  როგორც პრეზიდენტი სააკაშვილი  აცხადებს,    ყველზე მძიმე მდგომარობაში მყოფ რამდენიმე ათეულ ათას ადამიანს, რომელთაც იპოთეკური სესხების გამო   ბინებიდან გამოსახლება ემუქრებათ?.
 
რაც შეეხება ჰალვას,  ის გარკვეული სარწმუნოების ხალხებში   მიცვალებულთან გამოსათხოვარი და სულის მოსახსენიებელი სუფრის უცილობელი ატრიბუტია,   მაგრამ  ამჯერად სვეტიცხვლის რესტორანივით დამხურავი ,,ქართული ოცნების'' გამოსათხოვარ სუფრასთან ასოცირდება, მით უფრო, რომ ჰალვა  ამ სუფრაზე ნამდვილად არ იქნება და, რამდენიც არ უნდა აძახებინონ მალემრწმენ ადამიანებს ,,ჰალვა, ჰალვა!'' , ეს ადამიანები პირში  მის გემოს ვერ იგრძნობენ –  ეს  ივანიშვილის მორიგი აფიორაა, ეს ისე ძველი სიმღერაა უფასო ფულის,  ტარიფების შემცირების, დასაქმების გაზრდის  დასხვა დაპირებების მსგავსად.  
 
ოპოზიცია ვალების განულებასთან დაკავშირებით პრემიერის ინიციატივას აბსურდულს უწოდებს. 
 
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ მთავრობა სასოწარკვეთილებაშია და ვაბანკზე მიდის. 
 
„ახალ წლამდე ვალებს ჩამოგაწერთ, ასეთი აბსურდული დაპირება მე მგონი მსოფლიოში არ გაჟღერებულა. ეს მეტყველებს  ორ რაღაცაზე. რამდენად ძლიერია ოპოზიცია, რომ აიძულებს ხელისუფლებას ვაბანკზე წავიდნენ. ყველანაირი ნაბიჯი გადადგან. ყველანაირი ბოლო კაპიკი ამოიღონ ქართუდან თუ საკუთარი ჯიბიდან და დაახარჯონ ამომრჩეველს. და მეორე,  თუ რამდენად ეშინია წაგების და  სასოწარკვეთილია რომ ვერ წარმოუდგენია საპრეზიდენტო ინსტიტუცია აღმოჩნდეს ოპოზიციის ხელში,“-განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
 
დაპირებას ვალების განულებასთან დაკავშირებით მორგი სიცრუედ აფასებენ „ევროპულ საქართველოშიც“. გიგა ბოკერია ამბობს, რომ სიღარიბიდან მოქალაქეების ამოყვანა მხოლოდ ახალ სამუშაო ადგილებს და ეკონომიკის გაძლიერებას შეუძლია.
 
„ეს არის მორიგი სიცრუე ივანიშვილის, რომ ის შეძლებს სიღარიბიდან და ცუდი ვალებიდან, უიმედო ვალებიდან ამოყვანას ჩვენი მოქალაქეების. სწორედ მისმა პოლიტიკამ შეიყვანა ამ მდგომარეობაში ქვეყანა.  გაზარდა  სიღარიბე და გაზარდა უიმედო ვალები.  და შემდგომშიც მისი ხელისუფლებაში დარჩენა  არის გარანტია სიღარიბის და ამ უიმედო ვალების მქონე ადამიანების რაოდენობის ზრდის. ამიტომ  ახლა უნდა დავამარცხოთ ეს კაცი ამ არჩევნებზე. შემდეგ ქვეყანას სჭირდება ეკონომიკის ამუშავება. გადასახადების დაწევა. და სამუშაო ადგილების გაჩენა. მხოლოდ ეს არის გზა ამ ვალებიდან და სიღარიბიდან ხალხის ამოყვანის,“-განაცხადა გიგა ბოკერიამ.
 

სიახლეები

საჯარო რეესტრიდან უკანონოდ გათავისუფლებულები სამართლებრივ დავას იწყებენ – მათ ინტერესებს ISFED იცავს

საჯარო რეესტრიდან გათავისუფლებული 43 პირისაკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოში აანონსებს. საჯარო რეესტრიდან გათავისუფლების პირდაპირ ამბობენ, რომ...

სასამართლოში, ზვიად ცეცხლაძის და რეჟიმის კიდევ 7 პატიმრის პროცესი მიმდინარეობს

ოლიგარქის სასამართლოში ზვიად ცეცხლაძის და რეჟიმის კიდევ 7 პატიმრის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობას...

ამერიკამ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება აღუდგინა – გაბარდი

უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების პაუზა დასრულებულია - აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელის, ტულსი გაბარდის ინფორმაციით,...

SJC: ,,მაუწყებლობის შესახებ’’ კანონში ინიცირებული ცვლილებები ძირს უთხრის მედიის და გამოხატვის თავისუფლებებს

,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ 3 კანონპროექტს სოციალური სამართლიანობის ცენტრი საგანგაშოს უწოდებს...