მთავარისიახლეებიპოლიტიკამსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა -საქსტატი

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა -საქსტატი

Published on

წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის III კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.4 პროცენტით შემცირდა და 923.0 ათასი სული შეადგინა. აქედან ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 454.1 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 6.9 პროცენტით ჩამორჩება.
 
ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 4.0 პროცენტით გაიზარდა და 980.9 ათას სულს მიაღწია.
 
ღორების რაოდენობა 237.6 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 3.1 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
 
ფრინველის რაოდენობამ 9.6 მლნ. ფრთა შეადგინა, რაც 4.1 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
 

სიახლეები

EU-ის ქვეყნებიდან გამოძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა

EU-ის ქვეყნებიდან გამოძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა - 2025 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში...

მადამ პრეზიდენტ – ირაკლი ზარქუა სალომე ზურაბიშვილზე

"მადამ პრეზიდენტ, რა ჰქვია იმას, სალომე ზურაბიშვილის შედგენილ რეზოლუციაზე სერიოზულად როგორ გელაპარაკოთ? იმის შედგენილია...

ტროტუარზე დგომის გამო, ელენე გელაშვილს 2-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

ტროტუარზე დგომის გამო უწყვეტი პროტესტის მონაწილეს, ელენე გელაშვილს 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად...

შსს-ს განცხადებით, “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, "ქურდულ...